"თუ სახმელეთო ოპერაცია არ დაიწყეს, ტერორისტები მთელ ევროპას წალეკავენ"

"თუ სახმელეთო ოპერაცია არ დაიწყეს, ტერორისტები მთელ ევროპას წალეკავენ"

ევროპის ისტორიაში 13 ნოემბრის საღამო, როდესაც ტერორისტებმა საფრანგეთის დედაქალაქს შეუტიეს, "სისხლიანი პარასკევის" სახელით შევა. პარიზის ექვს სხვადასხვა ადგილს ტერორისტები ერთდროულად დაესხნენ თავს, მათ სამიზნედ ქცეული მშვიდობიანი მოსახლეობა კი სრულიად დაუცველი აღმოჩნდა. ტერაქტების სერიაზე პასუხისმგებლობა აიღო "ისლამურმა სახელმწიფომ". ფრანგულ და არაბულ ენებზე გავრცელებული მათი განცხადებების მიხედვით, ეს თავდასხმები წინასწარმეტყველ მუჰამედის შეურაცხყოფისა და "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საფრანგეთის საჰაერო დარტყმების პასუხი იყო.

შექმნილი ვითარების შეფასება ვთხოვეთ ტერორიზმის კვლევის ცენტრის დირექტორს, ბადრი ნაჭყებიას:

- ამგვარი შეტევისთვის საფრანგეთი მზად უნდა ყოფილიყო. ვფიქრობ, ამ ტერაქტების შემდეგ მსოფლიოს ლიდერები დაფიქრდებიან სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესაძლებლობაზე. მოგეხსენებათ, 90-იანი წლებიდან ევროპაში ტერორიზმის ახალი ტალღა დაიწყო. სწორედ ამ დროს მოხდა საფრანგეთის ტერიტორიაზე ათეულობით აფეთქება. ამ თავდასხმებში ალჟირული ჯგუფები მონაწილეობდნენ. ამას მოჰყვა მცირემასშტაბიანი ტერორისტული აქტები, რომელთა მსხვერპლი, ძირითადად, ებრაელები იყვნენ, მერე კი იყო ტერორისტული თავდასხმა ჟურნალ "შარლი ებდოზე" 2015 წლის იანვარში. ამ ბოლო ტერორისტული აქტის მთავარი სამიზნე პარიზის ერთ-ერთი საკონცერტო დარბაზი იყო, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა. შეიძლება უფრო მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდნენ სტადიონზეც, თუმცა, ეს არ გამოუვიდათ. ხომ წარმოგიდგენიათ, მათ 80 ათას გულშემატკივარს შორის რომ შეეღწიათ, რა ამბავი დატრიალდებოდა...

საკონცერტო დარბაზზე თავდასხმა და მძევლების აყვანა გვახსენებს მოსკოვში მომხდარ ე.წ. დუბროვსკის ტერაქტს, როდესაც თეატრ "ნორდ ოსტში" შეჭრილმა ჩეჩნებმა იქ მყოფი ადამიანები მძევლად აიყვანეს. მაშინ 130 ადამიანი დაიღუპა. რაც შეეხება ერთ ქალაქზე ასეთ მასშტაბურ შეტევას, შეგვიძლია გავიხსენოთ 2008 წლის თავდასხმა ინდოეთის ეკონომიკურ დედაქალაქად წოდებულ მუმბაიზე, როდესაც 10-მა ტერორისტმა ლამის მთელი ქალაქის პარალიზება შეძლო. მაშინ ტერორისტები თავს დაესხნენ ორ სასტუმროს, ებრაულ ცენტრსა და რესტორანს. როგორც მახსოვს, 195 ადამიანი დაიღუპა. მუმბაის ტერაქტში 12 ადამიანი მონაწილეობდა. საფრანგეთშიც ჯერჯერობით მხოლოდ რვა ტერორისტზე ლაპარაკობენ, ანუ ორივე შემთხვევაში მასშტაბურ ტერაქტებში ბევრი ადამიანი არ მონაწილეობდა. როგორც წესი, ასეთი მცირერიცხოვანი და დახურული ტერორისტული ჯგუფები უფრო მობილურად მოქმედებენ და მიზანსაც აღწევენ. დიდი დაჯგუფებიდან, შესაძლოა, ინფორმაციამ გაჟონოს.

ხვალ შეიძლება რომელიმე არაფრით გამორჩეულ ქვეყანაში მოხდეს იგივე... ამიტომ არის საჭირო, ჩვენმა სპეცსამსახურებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამ საკითხს. ყველა ქვეყანა უნდა იღებდეს ზომებს ტერორისტთა თავდასხმის პრევენციისთვის. საინტერესოა ერთი ფაქტი: საფრანგეთი დღეს ევროპაში ყველაზე დიდი ბირთვული ქვეყანაა, რომელიც ასეთი დარტყმის მსხვერპლი აღმოჩნდა. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ეს არის ფრანგული სპეცსამსახურების სრული კოლაფსი. ვფიქრობ, ძალიან სერიოზული მუშაობა მოუწევთ ამ სამსახურებს და ეს უნდა იყოს კარგი გაკვეთილი მთელი ევროპისთვისაც. ეს იყო კარგად ორგანიზებული ტერორისტული აქტი, დიდი დაფინანსებით. დაუჯერებელია, ეს როგორ გამოეპარათ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია