თბილისური "ტიტანიკი" - საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც მიწაში იძირება

თბილისური "ტიტანიკი" - საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც მიწაში იძირება

საცხოვრებელი სახლის წინ 119-ე საჯარო სკოლაა. როგორც აქაურები ამბობენ, გაკვეთილების შემდეგ ბავშვები ავარიულ შენობაში ხშირად შედიან სათამაშოდ

რა მსგავსებაა ლიბანის რესპუბლიკასა და ავჭალის დასახლებაში ლიბანის ქუჩას შორის? რით ჰგვანან ერთმანეთს უდიდესი სამგზავრო გემი "ტიტანიკი" და ლიბანის #6-ში არსებული მრავალსართულიანი კორპუსი? ხომ ძნელი წარმოსადგენია?! თუმცა ორი ერთმანეთისგან გეოგრაფიულად და თვისებრივად განსხვავებული ლიბანი და თბილისში მდებარე ლიბანის ქუჩა, გემი და საცხოვრებელი კორპუსი მხოლოდ სახელებით არ ჰგვანან ერთმანეთს... არცთუ ისე შორეულ წარსულში ლიბანში საომარმა მოქმედებებმა გააპარტახა ქვეყანა, იხოცებოდა მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენს რეალობაში კი ლიბანის ქუჩაზე ჯერ კიდევ დგას საცხოვრებელი კორპუსი, რომლის ბინადრებიც ნგრევასა და მსხვერპლს ყოველ წუთს ელოდებიან. XX საუკუნის დამდეგს, როდესაც "ტიტანიკი" აისბერგთან შეჯახებისას ჩაიძირა, 1500-ზე მეტი კაცი დაიღუპა, XXI საუკუნეში კი აგერ, თბილისში, ავჭალის დასახლებაში "ტიტანიკს" ცხრასართულიან კორპუსს ეძახიან. შენობის საძირკველი აისბერგმა არა, მაგრამ გრუნტის წყლებმა ისე დააზიანა, კორპუსის ერთი ნაწილის პირველი სართული მიწამ ამოავსო. ოკეანეში ჩაძირული გემის მსგავსად, მრავალსართულიანი შენობის ერთი ნაწილი რამდენიმე წლის წინ შუაზე "გადატყდა და სადარბაზო ჩამოინგრა. უმწეო მოსახლეობასთან ერთად შევყურებდი ამ "ტიტანიკს" და ფილმში ნანახი კადრები თვალწინ მიცოცხლდებოდა. კორპუსის მობინადრეები წლებია, დახმარებას ითხოვენ. საცხოვრებელი სახლის წინ 119-ე საჯარო სკოლაა. როგორც აქაურები ამბობენ, გაკვეთილების შემდეგ ბავშვები ავარიულ შენობაში ხშირად შედიან სათამაშოდ.

ციური ბექაური, მობინადრე: "2005 წლის მარტში საკომპენსაციო თანხა - 8.000 აშშ დოლარი გამოგვიყვეს, რომელიც ნოემბერში ჩაგვერიცხა. ამ დროს ბინების ფასმა მკვეთრად მოიმატა და ვერ­აფერი ვიყიდეთ. დახმარებისათვის ისევ გამგეობას მივმართეთ, გამგებელი შეგვპირდა, თანხა აიღეთ და ჩვენ დაგეხმარებით შესყიდვაშიო, რა თქმა უნდა, ესეც დაპირებად დარჩა. ეს კორპუსი გასახლებას ექვემდებარება თუ გამაგრებით სამუშაოებს, ესეც კი არ ვიცით. შარშან გლდანის გამგებელმა დაგვიბარა და გვითხრა, ბომბზე ზის თქვენი კორპუსი და სხვა ბინები მოძებნეთო. რომ მოვძებნოთ ბინები, თანხას გადაგვიხდით-მეთქი? სად გვაქვს ფულიო".

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია