ფეისბუქის "შავი ჭირი", ანუ როგორ უნდა "დაიხსნათ" თავი უსარგებლო ჯგუფებიდან

ფეისბუქის "შავი ჭირი", ანუ როგორ უნდა "დაიხსნათ" თავი უსარგებლო ჯგუფებიდან

"ვინ დამამატეთ ჯგუფში "სექსუალური კიტრი?"; "სიყვარული ყველას გვინდა, მაგრამ რა მინდა ჯგუფში "აქ სიყვარულია?" - ამ შინაარსის საწუწუნო სტატუსებს ალბათ ყველა თქვენგანი აწყდებით საკუთარ "ნიუსფიდში". გაბრაზებული "ფრენდები" გამუდმებით აპროტესტებენ უჩინარი ინტერნეტმომხმარებლების მცდელობას, გაურკვეველ ჯგუფებში უკრან თავი ყველას, ვინც ხელში (თუ "მაუსში") მოჰყვებათ.

მათ, ვინც ჯერ ვერ იპოვა გზა, როგორ გათავისუფლდეს ჯგუფებიდან, რომელთა წყალობითაც "ნიუსფიდში" გაურკვეველი შინაარსის, ხშირად პროვოკაციისა და პანიკის შემცველი პოსტები ჩნდება, გთავაზობთ ვიდეოგაკვეთილს, რომლითაც ამ გზას იპოვით. ჩაატარეთ "გენერალური დასუფთავება" კვირაში ერთხელ. ცოტა დროის დახარჯვა მოგიწევთ, სამაგიეროდ, სოციალურ ქსელში უსარგებლო ინფორმაციას ნაკლებად წააწყდებით.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია