ჰაკერები "ისლამურ სახელმწიფოს" ომს უცხადებენ

ჰაკერები "ისლამურ სახელმწიფოს" ომს უცხადებენ

პარიზში განხორციელებული ტერორისტული აქტების შემდეგ, ჰაკერთა ჯგუფმა, სახელად "ანონიმური", "ისლამურ სახელმწიფოს" ომი გამოუცხადა.

"ჩვენ თქვენს წინააღმდეგ მიმართულ ყველაზე დიდ ოპერაციას დავიწყებთ, ელოდეთ მასიურ კიბერ-თავდასხმას.

ომი გამოცხადებულია. ჩვენ თქვენ გიპოვით და არ გაგიშვებთ. ემზადეთ", - განაცხადა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ფრანგულ ენაზე გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც "იუთუბზე" აიტვირთა.

იხილეთ ვიდეო

განცხადების გაკეთების დროს, მოსაუბრეს რეჟისორ ჯეიმს მაქთეგის ფილმის V for Vendetta-ს ნიღაბი და მოსასხამი ეკეთა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში ტერორისტული აქტების შედეგად რვა ტერორისტი დაიღუპა. როგორც "სიენენი" პარიზის პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება, აქედან შვიდმა თავი აიფეთქა.

საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ტერაქტებს, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 153 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 220-მდე, აქედან 90-მდე ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია