სუს-მა შესაძლოა ISIS-თან კავშირის გამო რამდენიმე პირის სამართლებრივი დევნა დაიწყოს

სუს-მა შესაძლოა ISIS-თან კავშირის გამო რამდენიმე პირის სამართლებრივი დევნა დაიწყოს

სუს-მა შესაძლოა ISIS-თან კავშირის გამო რამდენიმე პირის სამართლებრივი დევნა დაიწყოს. როგორც "მაესტროს ფაქტორში" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან იზორიამ განაცხადა, ქართულ ენაზე ISIS-ის პროპაგანდისტული არაერთი გვერდი არსებობს, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს.

ლევან იზორიას თქმით, ოპერატიული ინფორმაციის შეგროვების მიზნით ასეთი ვებ-გვერდების არსებობა გარკვეული დროის განმავლობაში მიზანშეწონილიც იყო, თუმცა მათი აკრძალვის მოთხოვნით უახლოეს პერიოდში სასამართლოს მიმართავენ.

"გამოძიება დაწყებულია და ბუნებრივია, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვატარებთ ოპერატიულ ღონისძიებებს, მათ შორის, აქტიური მომხმარებლების დადგენის თვალსაზრისით; ვადევნებთ თვალყურს, თუ ვინ არის მისი აქტიური მომხმარებელი, თუმცა ახლო მომავალში ჩვენ შუამდგომლობით წარვდგებით სასამართლოს წინაშე, რომ ასეთი ვებ-გვერდების არსებობა აიკრძალოს. გამოძიება დაწყებული იყო და ოპერატიული ინფორმაციის მოპოვების მიზნით, ერთგვარად მიზანშეწონილი იყო მისი გარკვეული პერიოდით არსებობა, რათა ჩვენ მეტი საფუძველი და სიმტკიცე გვქონოდა გარკვეული ინფორმაციის დადგენის თვალსაზრისით. უკვე გვაქვს საფუძველი, რომ გარკვეულ პიროვნებებზეც დავიწყოთ დევნა", - განაცხადა იზორიამ.

ამასთან, იგი არ აკონკრეტებს, იმართება თუ არა აღნიშნული პროპაგანდისტული ვებ-გვერდები საქართველოდან.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ