"ავტოსკოლის გახსნა ერთნაირი წარმატებით შეუძლიათ როგორც სპეციალიზირებულ ავტოინსტრუქტორებს, ისე ტაქსის მძღოლებსა თუ მშენებლებს"

"ავტოსკოლის გახსნა ერთნაირი წარმატებით შეუძლიათ როგორც სპეციალიზირებულ ავტოინსტრუქტორებს, ისე ტაქსის მძღოლებსა თუ მშენებლებს"

ავტოპარკი საქართველოში ყოველწლიურად იზრდება, შესაბამისად იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობაც, ვინც მართვის მოწმობას იღებს. მოთხოვნას ერგება ბიზნესიც და თბილისში დღეს ავტოსკოლა თითქმის ყოველ ნაბიჯზე გვხვდება, თუმცა უმეტესობა ყოველგვარი ლიცენზიის გარეშე მუშაობს. ისიც უნდა ითქვას, რომ B კატეგორიის მართვის მოწმობის ასაღებად და თეორიულ გამოცდაზე გასასვლელად მართვის მოწმობის აღების მსურველს არანაირი დოკუმენტი არ სჭირდება, ე.წ. "ფსიქოსა" და პირადობის მოწმობის გარდა. შესაბამისად, ავტოსკოლის გახსნა და მოსწავლეების მიღება დღეს ერთნაირი წარმატებით შეუძლიათ როგორც სპეციალიზირებულ ავტოინსტრუქტორებს, ისე ტაქსის მძღოლებსა თუ მშენებლებს. ამ ფონზე კი ლიცენზირებული ავტოსკოლების მფლობელები მოსწავლეების რაოდენობის შემცირებას უჩივიან. მათი თქმით, მართვის მოწმობის აღების მსურველები იაფფასიან და მოკლევადიან თეორიულ კურს ანიჭებენ უპირატესობას. იმ ავტოსკოლებიდან, რომლებიც მართვის მოწმობის თეორიულ თუ პრაქტიკულ კურსს ატარებენ, მცირე ნაწილი ლიცენზირებულია. შესაბამისად, მათ კონკურენტებთან შედარებით მაღალი გადასახადი აქვთ დაწესებული.

დავით წიკლაური, ერთ-ერთი ავტოსკოლის მფლობელი და პედაგოგი: "საქართველოს მასშტაბით თითებზე ჩამოსათვლელი ლიცენზირებული ავტოსკოლაა. არავინ გამკითხავი არ არის, ნებისმიერს შეუძლია ამით ფული აკეთოს. არც დიპლომს გთხოვს ვინმე და არც ლიცენზიას. თუ პიროვნება C, D და E კატეგორიას არ ასწავლის, არანაირი საბუთი არ სჭირდება, მას შეუძლია კარგად დაიმახსოვროს მოცემული 1032 ბილეთი, სარეკლამო აბრა გამოაკრას და ყველა სრულწლოვან მოქალაქეს წაუკითხოს B კატეგორიის მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო თეორიული კურსი. პრაქტიკულად შესაძლებელია სამ დღეში მოამზადო პიროვნება გამოცდაზე გასასვლელად და ეს მარკეტინგულადაც გამართლებული იქნება, მაგრამ როგორც იმ სამი დღის წინ არ იცოდა მოსწავლემ საგზაო ნიშნები, ისე არ ეცოდინება მართვის მოწმობის აღების შემდეგაც. სახელმწიფო გაიძულებს ცუდად ასწავლო და იცი, რომ ეს უკეთესია შენი მატერიალური კეთილდღეობისთვის."

ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მომსახურების სააგენტო ამ ეტაპზე არანაირ სანქციას არ აკისრებს იმ ადამიანს, რომელიც ასწავლის 18 წლის და უფროსი ასაკის მოსწავლეებს, რომელთაც არ სჭირდებათ თეორიული კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა გამოცდაზე გასასვლელად. "პირის კერძო გადაწყვეტილებაა, რომ თეორიული კურსი შეასწავლოს მსურველს, თუმცა მას არ შეეძლება არანაირი ცნობის გაცემა. თუ შედგება ავტოსკოლა, რომელიც შემდეგ გასცემს შესაბამისი კურსის გავლის დამადასტურებელ საბუთს, ამ შემთხვევაშია აუცილებელი რეგისტრირება, რისთვისაც საჭიროა: სასკოლო პროგრამა, ბეჭდისა და მოწმობის ნიმუში, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღწერილობა და ცნობა საგადასახადოდან. მომსახურების სააგენტოში, ავტოსკოლის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა კი სავალდებულოა არასრულწლოვანთათვის და C, D, E კატეგორიის მართვის მოწმობის აღების მსურველთათვის", - აღნიშნეს მომსახურების სააგენტოში.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია