დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ხვალ დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში ხვალ, გეგმური სამუშაოების გამო 10:00-17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, სანზონის დასახლების, გუდამაყრის, ერწოს, ქვიშხეთის, ხევისუბნის, ფეიქრების ცოტნე დადიანის, ალილუევის, ჩოდრიშვილის, ასკურავას, კიკნაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის, ჩოხატაურის, ჩხიკვაძის და ხიმშიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონში კი, გეგმური სამუშაოების გამო 12:00-15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ წავკისის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში - 11:00-18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, პეკინის გამზირის, ბუდაპეშტის, მედეა ჩახავას, გიორგი გეგეჩკორის, ოთარ ლორთქიფანიძის, მარიკა ბარათაშვილის და ქავთარაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში კი, გეგმური სამუშაოების გამო, 11:00-15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო მელითონეთა დასახლების, წმინდა ბარბარეს უბნის, გარდაბნის გზატკეცილის, კვირიკაშვილის და ქინძმარაულის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია "თელასი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.