"სენ დენის ქუჩებში გასვლა ისევ სახიფათოა" - რას ჰყვება ქართველი გოგონა, რომელიც იმ რაიონში სწავლობს, სადაც სპეცოპერაციისას შაჰიდმა ქალმა თავი აიფეთქა

"სენ დენის ქუჩებში გასვლა ისევ სახიფათოა" - რას ჰყვება ქართველი გოგონა, რომელიც იმ რაიონში სწავლობს, სადაც სპეცოპერაციისას შაჰიდმა ქალმა თავი აიფეთქა

სპეცოპერაცია, რომელიც პარიზში, სენ-დენის რაიონში ჩატარდა, პარიზის 13 ნოემბრის ტერატქების სერიის სავარაუდო ორგანიზატორის აბდელჰამიდ აბაუდის დაკავებას ემსახურებოდა. (იხილეთ ყველაფერი სპეცოპერაციაზე)

პარიზში დავუკავშირდით ქართველი სტუდენტს ანა ციცაგს, რომელიც სენ დენიში სწავლობს.

- მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი ვარ, დღესაც ჩვეულებრივ ვგეგმავდი უნივერსიტეტში წასვლას, მაგრამ დილიდანვე სტუდენტებმა დაიწყეს ერთმანეთის გაფრთხილება, რომ სენ-დენიში რაღაც ხდებოდა და არ წავსულიყავით. თავადაპირველად შენიშნეს ტრანსპორტის პრობლემა, შემდეგ უკვე ინფორმაციაც გაჩნდა, რომ სპეცოპერაცია მიმდინარეობდა. მალევე უნივერსიტეტის გვერდზეც დაიწერა ინფორმაცია სპეცოპერაციის შესახებ. დღეს, სავარუდოდ, უნივერსიტეტში ლექციები არ ჩატარდება, მაგრამ ოფიციალურად დაკეტილი არ არის იმის გამო, რომ ვინც გასულია სახლიდან უნივერსიტეტში მისასვლელად, მოახერხოს უნივერსიტეტში შესვლა და ქუჩაში არ დარჩეს. ამ ეტაპზე სენ დენის ქუჩებში გასვლა ისევ სახიფათოა.

- როგორი ვითარება იყო გასული დღეების განმავლობაში სენ დენიში?

- ორშაბათს და სამშაბათს ჩვეულებრივი სიტუაცია იყო. სტუდენტები მძიმე შაბათ-კვირის შემდეგ ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენს შეხედულებებს. ბევრი მუსულმანი ჯგუფელი მყავს, რომლებიც გმობენ ჯიჰადისტების ქმედებებს. ახლა უფრო გაცილებით ერთსულოვანია მათი დამოკიდებულება, ვიდრე "შარლი ებდოზე" თავდასხმის დროს იყო...

- მათ მიმართ აგრესია არ ყოფილა?

- ერთმანეთის აზრებს და შეხედულებებს პატივს ვცემთ, ისევე როგორც ერთმანეთის რელიგიას. აქ, საფრანგეთში ყველას ვალდებულებაა, რომ პოლიტიკურად კორექტული იყოს. პარასკევის ტერაქტის შემდეგ ვერავის ნახავდით, ვინც აგრესიულ კომენტარს აკეთებდა. არც ტელევიზიით და არც ჩემ გარშემო მსგავსი რამ არ დაფიქსირებულა. არსად მსმენია აგრესია მუსულმანების მიმართ. ერთეულ შემთხვევებზე, რაზეც ხელი არ მიმიწვდება, ვერაფერს ვიტყვი.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია