სადაც სტუმარ-მასპინძლობის ფასი იციან, ამის გამოსახატად სტუმრის შინ მისვლა სულ არაა აუცილებელი - იქ უბრალო ტაქსიც კი "თან გადაგყვებათ". ყოველ შემთხვევაში, ქუთაისში მოხვედრილ ამ პოსტის ავტორს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ ნამდვილი იმერული "შენიჭირიმე ხასიათი" ქუთაისური ტაქსის კომპანიის საქმიანობაშიც ვლინდება. უბრალოდ, ჩავიდა ადამიანი ქუთაისში და ტაქსი გამოიძახა...
"რეკავ. ზარი გასული არაა, ავტომოპასუხე გეუბნება, არ შეწუხდე გენაცვალე, ჩვენ თვითონ გადმოგირეკავთო.
გათიშული არაა, რომ ავტომოპასუხე რეკავს და გატყობინებს, ოპერატორს დაგაკავშირებთო.
ავტომოპასუხეს დასრულებული არ აქვს ტექსტი, რომ ოპერატორი შემოდის მობრძანდითდაბრძანდითბატონო ტექსტით და ასეთივე განწყობით და ელვისუსწრაფესად ინიშნავს მისამართს და დანიშნულების ადგილს, გეუბნება ფასს (საოცრად დაბალს) და მადლობას.
საუბრის დასრულება და ტელეფონის დადება ერთია და სმს მოგდის, სადაც დეტალური ინფორმაციაა, რომელ წუთზე, რა ფერის ტაქსი, რა სახელმწიფო ნომრით, სად მოვა და სად წაგიყვანს, მძღოლი ზაზა იქნება თუ გელა და ტარიფი რამდენია.
სმს წაკითხვას როგორც კი ამთავრებ, რობოტი რეკავს და იგივე ინფორმაციას სიტყვიერად გაწვდის, ვინიცობაა მესიჯი ვერ წაიკითხე. იქნებ თვალს გაკლია?
განაგრძეთ კითხვა