Google Maps-ზე 200-ზე მეტი ქართული ძეგლი განთავსდა

Google Maps-ზე 200-ზე მეტი ქართული ძეგლი განთავსდა

Google Maps-ზე უკვე 200-ზე მეტი ქართული ძეგლის მარტივად და სწრაფად მოძიებაა შესაძლებელი. თითოეულ მათგანს ფოტოები, სრულყოფილი, სასარგებლო ინფორმაცია და გეოგრაფიული კოორდინატებიც ახლავს თან. რუკის დახმარებით მომხმარებლებს სივრცითი ანალიზი, ობიექტებს შორის მანძილის განსაზღვრა, კონკრეტული ადგილის მიახლოება ან დაშორებაც (ზუმირება) შეუძლიათ.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, Google Maps-ზე ქართული ძეგლების განთავსების პროექტი 2012 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით დაიწყო. საჯარო რეესტრის თანამშრომლები შესაბამის გეოგრაფიულ მონაცემებს აგროვებენ, საჭირო ფორმატით ამუშავებენ და Google-ს ადმინისტრაციას უგზავნიან.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია