"ფეისბუქი" ყოფილი შეყვარებულის მოშორებაში დაგეხმარებათ

"ფეისბუქი" ყოფილი შეყვარებულის მოშორებაში დაგეხმარებათ

სოციალურმა ქსელმა "ფეისბუქმა" დაიწყო ახალი მომსახურების ტესტირება, რომელიც გულისხმობს შენი "ფეისბუქ-გვერდის" ყოფილი შეყვარებულისგან მაქსიმალურ გამიჯვნას.

აქამდე "ფეისბუქზე" თუ არ გსურდა ყოფილი შეყვარებულის ხილვა, ან უნდა დაგებლოკა, ან ”ფოლოუ” მოგეხსნა, ან საერთოდ წაგეშალა მეგობრებიდან. ახალი ფუნქციის შემოტანით იუზერებს საშუალება ექნებათ, ზუსტად აკონტროლონ, თუ რა სიხშირით სურთ ყოფილების აქტივობა გამოჩნდეს მათ მთავარ გვერდზე. ახლა, როდესაც "ფეისბუქზე" ურთიერთობის სტატუსს შეცვლი, შეგიძლია მიუთითო, თუ რა დონეზე გსურს შენი ყოფილის სოციალურ ქსელში ხილვა, რამდენად შეეძლება მას შენი ძველი თუ ახალი აქტივობების ნახვა და რამდენ მეგობარს შეეძლება ნახოს ის პოსტები, რომლებიც ყოფილ შეყვარებულთან ურთიერთობის დროს გაქვთ გამოქვეყნებული.

”ეს სამუშაოები ნაწილობრივ ემსახურება ჩვენს მიზანს, ჩამოვაყალიბოთ რესურსები, რომლის საშუალებითაც ცხოვრების რთული პერიოდის მარტივად გადატანაში ხელს შევუწყობთ ჩვენს მომხმარებლებს” - აცხადებს "ფეისბუქის" პროდუქციის მენეჯერი კელი ვინტერსი. ”იმედი გვაქვს, რომ ეს ახალი ფუნქცია დაეხმარება ადამიანებს, მარტივად და კომფორტულად დაასრულონ ურთიერთობები”, - დასძინა მან.

მომზადებულია nylon.com-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია