"თბილისს ცნობილი ფინელი მწერალი ემი იტერანტა ეწვევა"

"თბილისს ცნობილი ფინელი მწერალი ემი იტერანტა ეწვევა"

წიგნის მოყვარულ ახალგაზრდებს გამომცემლობა პალიტრა L დიდ საჩუქარს უმზადებს - გამომცემლობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისში ცნობილი ფინელი მწერალი, მსოფლიო ბესტსელერის, "წყლის საიდუმლოს“, ავტორი ემი იტერანტა ჩამოვა. ვიზიტის ფარგლებში მწერალი ქართველ მკითხველს უნდა შეხვდეს.

ქართულ ენაზე ნათარგმნი რომანი "წყლის საიდუმლო“ "გამომცემლობა პალიტრა L“-მა ივნისში წარუდგინა მკითხველს. წიგნს უდიდესი გამოხმაურება და ინტერესი მოჰყვა. პირველივე კვირაში გაიყიდა ასეულობით ეგზემპლარი და თინეიჯერული პროექტის Liberteens-ის ერთ-ერთ ბესტსელერად იქცა.

დაინტერესებულ მკითხველებს მწერალთან შეხვედრის საშუალება თბილისის წიგნის დღეებზე ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში, "გამომცემლობა პალიტრა L“-ის საგამოფენო სივრცეში მიეცემათ.

შეხვედრაზე მისულ სტუმრებს მწერალი თავად უამბობს როდის და რატომ გადაწყვიტა მხატვრულ ლიტერატურაში ძალების მოსინჯვა, როგორია თანამედროვე ფინური ლიტერატურა; რა იდეალები, პრობლემები, მიზნები თუ მისწრაფებები ამოძრავებს მწერლობას და საზოგადოებას. მოისმენენ საინტერესო ისტორიებს იტერანტას ნაწარმოებების შესახებ.

მსოფლიოში აღიარებული ფინელი მწერალი ემი იტერანტა 1976 წელს დაიბადა. ამჟამად ლონდონში ცხოვრობს, წერს ერთდროულად ფინურ და ინგლისურ ენაზე. აქვს მაგისტრის ორი ხარისხი.

"წყლის საიდუმლო“ მისი სადებიუტო წიგნია, რომელიც 2012 წელს გამოიცა და განსაკუთრებით თინეიჯერი მკითხველის გული მოიგო. წიგნი უკვე 20 ენაზეა ნათარგმნი. მსოფლიო მასშტაბით უკვე გაყიდულია 5 მილიონზე მეტი ეგზემპლარი.

ემი იტერანტას "წყლის საიდუმლოს“ მსოფლიო პრესის წამყვანი გამოცემები გამოეხმაურნენ.

ბრიტანული ყოველდღიური გაზეთი "გარდიანი“ წერს:

"ამ სამწერლო დებიუტის და თავად მწერლის შესახებ კიდევ არაერთხელ გავიგონებთ, რადგან მისი კალმის წვერი ძალზე ლამაზად მოძრაობს უაღრესად აქტუალური თემების გარშემო“.

New York Times - "წყლის საიდუმლო“ ემოციების აღმძვრელი მორალური კვლევაა, რომლის მთავარ ინტრიგას სიყვარულის, არჩევანისა და ადამიანთა მიერ დატოვებული კვალის ურთიერთქმედება წარმოადგენს. აქ საუბარია ეთიკური ხასიათის გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ადამიანი იღებს მოსალოდნელი შედეგების მიუხედავად“.

Washington Post Book World -"იტერანტას ლირიკული სტილით მოთხრობილი ეს საინტერესო ამბავი, დაგანახებთ ბუნების სიყვარულისა და ძველი ტრადიციების ძალას“.

Publishers Weekly - "ეს წიგნი მტვრიანი სამყაროს გამოცდაა, სადაც იმედის სხივი ჯერ კიდევ არსებობს. ეს ნორიას გმირობის ისტორიაა“.

Kirkus Review- "წიგნი, რომელსაც შეუძლია თქვენი ცხოვრება შეცვალოს“.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია