ოფიციალური გზამკვლევი, თუ როგორ მოვიქცეთ ტერორისტების თავდასხმის დროს

ოფიციალური გზამკვლევი, თუ როგორ მოვიქცეთ ტერორისტების თავდასხმის დროს

დიდი ბრიტანეთის ნაციონალური ტერორიზმისგან თავდაცვის ოფისმა გამოაქვეყნა გზამკვლევი, თუ როგორ შევემზადოთ პარიზის მსგავსი თავდასხმებისათვის. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაზარალებულები უნდა გაიქცნენ და დაიმალონ და არავითარ შემთხვევაში არ მოიმკვდარუნონ თავი.

წერილში მოცემულია რჩევები, როგორ უნდა იმოქმედოთ ტერაქტის დროს, სადაც ხალხს მოუწოდებენ, "უმჯობესია გაიქცნენ თუ შეუძლიათ, ან უსაფრთხო ადგილას მოაწყონ ბარიკადები და ტელეფონები უხმო რეჟიმზე გადაიყვანონ, ვიდრე ძირს დაწვნენ. ოფისის გზამკვლევში აგრეთვე არის მოწოდებები "აიძულეთ სხვებიც, რომ თქვენთან ერთად გაიქცნენ და დატოვეთ ნივთები".

ისეთ შემთხვევაში, თუ გასაქცევი გზები მოჭრილია, ოფისი გირჩევთ, იპოვნოთ აგურით ნაშენი ან სხვა სახის მყარი კედელი და მოერიდოთ სროლის ეპიცენტრს.

ოფიციალური გზამკვლევი ასე გამოიყურება:

რა უნდა ქნათ თავდასხმის დროს: გაიქეცი, დაიმალე, შეატყობინე

გაიქეცი

- გაიქეცი თუ შეგიძლია

- აირჩიე ყველაზე უსაფრთხო გამოსავალი

- ხედავ უაფრთხო გასასვლელს? გაიქეცი და დაიმალე.

- შეგიძლია სამალავ ადგილამდე ისე მიხვიდე, რომ თავი არ გასცე და საფრთხეში არ ჩაიგდო?

- აიძულე სხვებიც, რომ წამოგყვნენ

- დატოვე ნივთები, თან ნუ წაიღებ

დაიმალე

- თუ გაქცევა არ შეგიძლია, დაიმალე

- მონახე თავშესაფარი

- თუ ხედავ თავდამსხმელს, შესაძლოა, ისიც გხედავს შენ

- თვალთახედვის არედან მიმალვა არ ნიშნავს, რომ უსაფრთხოდ ხარ, ტყვიები აღწევს შუშის, აგურის, ხის და რკინის მიღმაც

- ამოეფარე მყარი ზედაპირის მქონე კედელს

- გაიგე საითკენაა გასასვლელები

- ეცადე, რომ მახეში არ მოექცე

- იყავი ჩუმად, გამოურთე ხმა ტელეფონს

- შენს ირგვლივ ბარიკადები აღმართე

- კარისგან შორს გაიწიე

შეატყობინე

- დაურეკე პოლიციას - რა ჭირდება პოლიციას რომ იცოდეს?

- ადგილმდებარეობა - სად არიან დამნაშავეები?

- მიმართულება - ბოლოს სად ნახე დამნაშავეები?

- აღწერა - აღწერე თავდამსხმელი, გარეგნობა, ჩაცმულობა, იარაღი, ა.შ.

- არის თუ არა მსხვერპლი, დაზიანება, შენობის შესახებ ინფორმაცია, შესასვლელების და გასასვლელების მდებარეობა

- არ შემოუშვა სხვა ხალხი შენობაში თუ უსაფრთხოდ მოახერხებ ამის გაკეთებას.

მომზადებულია telegraph.co.uk-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია