"ტერორისტებს სამუდამო ჯოჯოხეთი­ ელით!" - რას ამბობს საქართველოს მუსლიმთა წინამძღვარი ჯიჰადსა და "ისლამურ სახელმწიფოზე"

"ტერორისტებს სამუდამო ჯოჯოხეთი­ ელით!" - რას ამბობს საქართველოს მუსლიმთა წინამძღვარი ჯიჰადსა და "ისლამურ სახელმწიფოზე"

საქართველოს მუსლიმთა წინამძღვარი, მუფთი ბეგლარ ქამაშიძე "კვირის პალიტრასთან" საგანგებო განცხადებას აკეთებს:

- ტერორიზმი უმძიმესი დანაშაულია. წმინდა ყურანის მიხედვით, ერთი ადამიანის მოკვლა კაცობრიობის ამოწყვეტის ტოლფასია. ვინც ამას სჩადის, უარყოფს წმინდა­ ყურანის მოწოდებას, რის გამოც, ისლამური­ დოგმატის თანა­ხმად, ურწმუნოდ არის შერაცხილი. მის სულს სამუდამო ჯოჯოხეთი­ ელის.

აღმაშფოთებელია, როცა ტერორიზმს ისლამს მიაწერენ. ჭეშმარიტი მუსლიმი ვერ იქნება ტერორისტი, რადგან შუამავალი­ მუჰამედი მშვიდ­ობასა და სიყვარულს ქადაგებს.­ ვიღაცები ცდილობენ, ისლა­მის სახელს ამოეფარონ, რათა მუსლიმი­ ტერორისტად წარმოჩნდეს, ისლამოფობია­ ჩამოყალიბდეს და საზოგადოებაში სიძუ­ლვილი გაჩნდეს, ეს კი, საბოლოოდ, მსოფლ­იოს დააზარალებს. თუკი ამა თუ იმ რჯ­ულ­ის მიმდევარი დანაშაულს სჩადის თუნდაც თავისი ღმერთის სახელით, არ ნიშნავს, რომ ეს რელიგია ტერორიზმს ქადაგებს.

უნდა მოვერიდოთ რელიგიური საკით­ხებით თამაშს, ეს ძალიან სახიფათოა, რადგან საქმე ადამიანის სულიერებას ეხება.

ამბობენ, რომ კამიკაძემ, რომ­ელმაც საკუთარი და სხვების სიცოცხლე ხელყო, ტერაქტამდე "ალლაჰ აქბარ" დაიძახა... ის მკვლელია, რომელმაც უმძიმესი ცოდვა საკუთარ თავზე აიღო. ამ შეძახილში ფიგ­ურირებს სიტ­ყვები - "მოწყალე" და "მწყალ­ობელი". განა შეიძლება "მოწყალესა" და "მწყალობ­ელს" წარმოთქვამდე და ადამიანს კლავდე?!

- საზოგადოების ნაწილი მსჯელობს, რატომ­ უშვებს ისლამი­ ჯიჰადს. მათ ყურანიდან ამონარიდიც მოჰყავთ:­ "დახოცეთ ურჯულოები, თუ არ მოექცევიან, ან არ გადაიხდიან ჯიზიას. მოკალი ურჯულო­ და 72 ქალწულს მიიღებ სამოთხეში".­

- ყურანის ასე პირდაპირ გაგება არ შეიძლება. ყურანის ყველა აიათს აქვს თავისი განმარტება და წინა პირობა...

ისლამი­ ნებას არ რთავს ცალკეულ დაჯგ­უფებას, ინდივიდუალურად გამოაცხადოს ჯიჰადი, თანაც - საბრძოლო ფორმით. ჯიჰადს სახელმწიფო აცხადებს მაშინ, როცა საფრთხე ქვეყნის ტერიტორიულ მთლია­ნობას და აღმსარებლობას ემუქრება. ალაჰი გიკრძალავს იმ ხალხთან მეგობრობას, ვინც რჯულის გამო გეომება და გაძევებს­ სამშობლოდან. ვინც ასეთ ხალხს დაუმე­გ­ობრდება, თვითონ არის ცოდვილი.

მართლმადიდებელ ქრისტი­ანებს­ შევახსენებ - რუსეთი და საქართველო ერთმო­რწმუნე სახელმწიფოებია, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია რუს­ეთისთვის, საქართველოში დაპყრობი­თი­ ომები ეწარმოებინა. უდანაშაულო ადამიანების დახოცვა, სახლებიდან­ აყრა არან­აკლები ცოდვაა, ვიდრე ტერორიზმი. მსოფლიო ერთ მუშტად ჯერ კიდევ მაშინ უნდა შეკრულიყო, როცა სირიაში ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს­ უმოწყალოდ ხოცავდნენ. ამ სის­ასტიკეს პასუხი უნდა გასცემოდა!

იმ პერიფრაზს კი, რაც თქვენ მოიყვანეთ, თავისი განმარტება აქვს. ამას უძღოდა­ ურწმუნოებსა და მუსლიმებს შორის შეთანხმება, რათა მომავალში მათ შორის პრობლემები არ ყოფილიყო, მაგრამ ურწმუნოებმა შეთანხმება დაარღვიეს... ამიტომ არ შეიძლება ყურანიდან პირდაპირ რაღაცის თარგმნა, ცალსახად აღქმა და არასწორი ინტერპრეტაცია...

ზოგმა ისიც კი მკითხა, ყურანი ქრისტიანსა და ებრაელთან მეზობლობას ხომ არ კრძალავსო? ყურანი სხვა აღმსარებლობის ხალხთან არც მეზობლობას, არც ვაჭრობას და არც ურთიერთობას არ კრძალავს...­ შუამავალი მუჰამედი ურწმუნოს არ დაწყევ­ლიდა, მის სახელზე ლოცვას აღავლენდა­ და ღმერთს მის ჭეშმარიტ გზაზე დაყენებას­ სთხოვდა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ყვე­ლაფერს საეჭვოს მიზანმიმართულად ხდიან.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია