ვინ არიან ყველაზე გავლენიანი ქართველები სირიაში და რას ამბობს თარხან ბათირაშვილის მამა?

ვინ არიან ყველაზე გავლენიანი ქართველები სირიაში და რას ამბობს თარხან ბათირაშვილის მამა?

პარიზის ტერაქტებს 129 ადამიანი­ ემსხვე­რპლა, 500-მდე კაცი კი დაიჭრა და დასახიჩრდა... ამ ტერაქტებში "ისლამური სახელმწიფოს" კვალის აღმოჩენამ კიდევ ერთხელ გაააქტიურა დასავლური მედიის ინტერესი­ საქართველოს, კერძ­ოდ, პანკისის­ ხეობის მიმართ. "კვირის პალიტრა" პანკისის­ ხეობას ეწვია. იქაურები აცხადებენ, რომ საქართველოს არასდროს დაემუქრებიან სირიაში საომრად წასული პანკისელები.

თემურ ბათირაშვილი, საველე მეთაური, თარხან­ ბათირაშვილის მამა:

- ჩემი შვილი ქართული მიწისთვის 2008 წლის აგვისტოს ომში იბრძოდა. მართალია, წინა ხელისუფლებისგან კარგი არაფერი ახსოვს, მაგრამ ამ წყენას ქვეყ­ა­ნაზე არ გადაიტანს. არც ერთი ქისტი, თუნდაც ჩეჩენი მეომარი, საქართველოს არ დაემუქრება, რადგან საქართველოსგან ბევრი სიკეთე ახსოვთ. აქედან წასულ მეომრებს ოჯახები, დედ-მამა­ აქ ჰყავთ. ასეთ დროს დაემუქრო ქვეყანას, ნიშნავს საკუთარ ოჯახს დაემუქრო. ამას ვინ იზამს? ჩემს შვილს აქ დედის საფლავი­ აქვს. თუ არ მოკლეს, ოდესმე ხომ ჩამოვა?

იმავეს ფიქრობენ სირიაში საომრად წასული ახალგაზრდების დედებიც.

ამინათი, ბესო კუშტანაშვი­ლ­ის­ დედა:

- რომელ დედას უნდა შვილი ომში ჰყავდეს? რვა თვის წინ ბესო სკოლაში გავ­უშვი და საღამოს არ დაბრუნდა. მერე გავარკვიე, ჩემი 16 წლის შვილი სირიაში საომრად წასულა. დღემდე­ გონს ვერ მოვს­ულვარ, ეს როგ­ორ მოხდა... კარგად ვიცნობ ჩემს ბიჭს, ის არასდროს მოიქცევა სასტიკად, მით უმეტეს, არ დაემუქრება გამზრდელ ქვეყანას, სადაც დედა, და, ნათესავები და მეგობრები დაგვტოვა. ყოველდღე ავის მოლოდინში ვარ, როგორ გინდა დაიძინო, როცა იცი, იქ, სადაც შენი შვილია, მუდმივად ავიაიერიშებია...

გავ­რცელდა ინფ­ორმაცია, თით­ქოს "ისლ­ამური­ სახ­ე­ლმწიფო" საქართვ­ელოში "გურჯისტანის ვილაიეთის" შექმნას­ გეგმავდა და მალე ვილაიეთის ლიდერსაც დაასახელებდა. თუმცა, ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

"ისლამურ სახელმწიფოს" მართლაც აქვს "24-ე ვილაიეთი" შექმნილი, მაგრამ ის­ "კავკასიის ვილა­ი­ე­თია". 2015 წლის 21 ივნისს დაღესტნის, ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ყაბარდო-ბალყარეთ­ისა და ყარაჩაეთ-ჩერქეზეთის მებრძოლებმა, რომლებიც მანამდე "კავკასიის ემირატის" დროშით იბრძოდნენ ჩრდილ­ოეთ კავკასიაში,­ ფიცი "ისლამური სახელმწიფოს"­ ლიდერ აბუ ბაქრ ალ ბარდადს მისცეს, რადგან ამის შემდეგ მათი პოზიციები­ ჩრდილოეთ კავკასიაში უფრო მყარი­ გახდებ­ოდა.

რაქაში ("ისლამური სახელმწიფოს" დედაქალაქი) გაჩნდა იდეა (ამბობენ, ლომის წილი აბუ ომარ ალ შიშანს - თარხან­ ბათირაშვილს აქვსო)­, რომ "24-ე პროვინციას" - "კავ­კასიის ვილაიეთს" ჩრდილოეთ კავკასიასთან ერთად, სამხრეთ კავკასიაც (მათ შორის საქართველო) მოეცვა. მეთაურად­ აბუ მუჰამედ ალ ყადარი­ დაინიშნა. თუმცა, დღეს "კავკასიის­ ვილაიეთი" ჩრდილოეთ კავკასიაში აქტიური მოთამაშე­ არ არის, მეტიც, მისი არსებობა მიავიწყდათ კიდეც...

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია