ამერიკელი მამაკაცი ქართველ ქალს საკუთარ თირკმელს უნერგავს

ამერიკელი მამაკაცი ქართველ ქალს საკუთარ თირკმელს უნერგავს

ამერიკელი მამაკაცი ემზადება, რომ საკუთარი თირკმელი გადაუნერგოს ქართველ ქალს, რომლის განცხადებაც სარეკლამო საიტზე წაიკითხა, სადაც შეცდომით, ის სხვა განყოფილებაში დაამატა ქალმა.

ნიუ ჯერსელი გლენ გალდერბანკის მეუღლე ოთხი წლის წინ თირკმლის უკმარისობით გარდაიცვალა. გლენი ყვება, რომ სარეკლამო განცხადებებს ათვალიერებდა სამშენებლო მასალების შესახებ, როდესაც დონორის მაძიებლის განცხადებას გადაეყარა.

გლენი გამოეხმაურა განცხადებას და პირველ დეკემბერს ოპერაციისთვის ემზადება, რომლის დონორიც უნდა გახდეს. სარეკლამო საიტზე განცხადება ნინა სარიამ და მისმა ქმარმა განათავსეს. სარიას თირკმლის უკმარისობა ავტოიმუნური დაავადების გამო აქვს. წყვილის თქმით, მეგობრების და ნათესავების შემოთავაზებები დონორობაზე არ გამოადგათ, რადგან ზოგი სარიასთან შეთავსებადი არ იყო, ზოგმა კი უკან დაიხია.

ერთი წლის განმავლობაში დონორების სიაში ყოფნის შემდეგ სარიას ქმარმა გადაწყვიტა განცხადება სარეკლამო საიტზე განეთავსებინა.

”ექიმები ამბობენ, რომ უკეთ ვიქნები გადანერგვის შემდეგ. ასე რომ, მართლა ვთვლი, რომ გლენმა სიცოცხლე შემინარჩუნა და საშუალება მომცა, რომ ცხოვრებას დავუბრუნდე”, - განაცხადა სარიამ.

”სიკვდილამდე მეშინია. არასოდეს მქონია ჯანმრთელობის პრობლემა, ახლა კი ჩემივე გადაწყვეტილებით უნდა გამკვეთონ და ორგანო ამომაჭრან. მაგრამ ამას მაინც გავაკეთებ, იმიტომ, რომ მინდა მათ დავეხმარო”, - განაცხადა კალდერბანკმა.

მომზადებულია nypost.com-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია