"რუსეთ-თურქეთის კონფლიქტი საქართველოს ეკონომიკას შეარყევს"

"რუსეთ-თურქეთის კონფლიქტი საქართველოს ეკონომიკას შეარყევს"

რუსეთ-თურქეთს შორის სიტუაციის ესკალაცია საქართველოს ეკონომიკაზე საკმაოდ ნეგატიურ გავლენას მოახდენს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკოსებმა სიტუაციის დარეგულირება ვერ შეძლეს, ეს საქართველოდან ექსპორტს კიდევ უფრო შეამცირებს, ასევე დაიკლებს იმპორტის მაჩვენებელიც. გარდა ამისა, მინიმუმამდე შემცირდება რუსეთიდან ფულადი ტრანზაქციების რაოდენობა, რაც ქართული ეკონომიკისა და ლარისთვის მძიმე შედეგს მოიტანს. ცნობისათვის, თურქეთმა სირიის საზღვართან რუსული ბომბდამშენი ორი დღის წინათ ჩამოაგდო. თურქული მხარე ირწმუნება, რომ ბომბდამშენი მათი საჰაერო სივრცის დარღვევის გამო ჩამოაგდეს, რუსები კი აცხადებენ, რომ თვითმფრინავს თურქეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია. რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული ფაქტი სერიოზულ შედეგს მოიტანს რუსეთ-თურქეთის ურთიერთობისთვის.

როგორც თურქეთში, ასევე რუსეთში პოლიტიკოსთა ნაწილი უკვე დიპლომატიურ-ეკონომიკური ურთიერთობის გაწყვეტაზე ალაპარაკდა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ერთი მხრივ ანკარა, მეორე მხრივ კი მოსკოვი, ეს, ალბათ, უახლოეს მომავალში გაირკვევა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მოსკოვმა თურქეთიდან საკუთარი მოქალაქე ტურისტები გამოიყვანა და ერთობლივი თურქულ-რუსული ბიზნესპროექტებიც შეაჩერა. პარალელურად კიდევ უფრო დაიძაბა რუსულ-უკრაინული ეკონომიკური ურთიერთობა. ანტირუსულად განწყობილმა ადამიანებმა რუსეთის მიერ შემოერთებულ ყირიმს ელექტროენერგია გაუთიშა. გუშინ კი "გაზპრომმა" უკრაინაში გაზის ექსპორტი შეაჩერა. ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი უკრაინული "ნაფტოგაზის" მხრიდან წინასწარ გადახდაზე უარის თქმა გახდა. "გაზპრომის" ხელმძღვანელი ალექსეი მილერი ამბობს, რომ "ნაფტოგაზის" მიერ ადრე შეტანილი თანხა ამოიწურა. "უკვე ახლა, სერიოზული სიცივის დადგომამდე, უკრაინამ მიწისქვეშა საცავებიდან გაზის გამოტანა დაიწყო, ისინი კი საკმარისად შევსებული ისედაც არ არის", - განაცხადა მილერმა. გაზის მიწისქვეშა საცავების ევროპული ოპერატორების ასოციაციის ცნობით, უკრაინის საცავებიდან გაზის ამოტუმბვა 30 ოქტომბერს დაიწყო. მანამდე კი, 25 სექტემბერს, რუსეთის მთავრობამ უკრაინისთვის გაზის მიყიდვის საბოლოო ფასი დაადგინა- 1000 კბ/მ-ზე 227,4 დოლარი.

რუსეთ-თურქეთისა და რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბული ურთიერთობა აშკარაა, რომ საქართველოს ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს. სპეციალისტების აზრით, იმ შემთხვევაში, თუკი მოსკოვსა და ანკარას შორის სიტუაციის ესკალაცია მოხდა, ეს საქართველოდან ექსპორტს კიდევ უფრო შეამცირებს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია