სახლის კურთხევას დიდი ძალა აქვს. როგორც სასულიერო პირები განმარტავენ, კურთხევისას სახლში ანგელოზი შემოდის და ოჯახის მფარველად რჩება. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს ოჯახებში შემოსულ სტუმართაგან ზოგი კეთილი გულით შემოდის, ზოგიც – ბოროტი განზრახვით. სახლის კურთხევა სწორედ ამ ბოროტი ძალების განდევნისთვისაა საჭირო.
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:
-რატომ არის აუცილებელი სახლის კურთხევა?
-სახლის კურთხევა ერთ-ერთი აუცილებელი მსახურება, რადგნაც კურთხევის დროს განიდევნება ბოროტი ძალები. იკითხება ისეთი ლოცვები, რომლებიც განწმენდს ოჯახს, რადგანაც ოჯახი ქრისტიანობაში მეორე ეკლესიადაა მიჩნეული. ამის შესახებ პავლე მოციქული ბრძანებს, რომ ოჯახი მეორე ეკლესიააო.
სახლის კურთხევის დროს მთავარია, კედელზე ნაკურთხი ზეთით ჯვრები გამოისახოს. ეს შეიძლება დახატულ ჯვარზე გადატარდეს ან სტიკერებზე, რომელიც ძალიან პრაქტიკული და ლამაზია.
- როცა სახლი უკვე ნაკურთხია და მიკრულია "სტიკერები", რემონტისას მათზე შპალერის გადაკვრა ან გადაღებვა შეიძლება?
განაგრძეთ კითხვა