საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატ რიმა ბერაძის ცნობილ განცხადებას, 1.18-ლარიან მენიუსთან დაკავშირებით აღშფოთების ტალღა მოჰყვა. ქალბატონი რიმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს და ურჩიეს, თავად ეცადა ამ თანხით გამოკვება. თუმცა აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვისთვისაც ხსენებული თანხა დღიური კვებისთვის საკმარისად ეჩვენება. ასეთთა შორისაა, მაგალითად, მრავალშვილიანი დედა, ცნობილი ქალბატონი ნათია გოგოჭური, ზაზა კოლელიშვილის მეუღლე. ის ასეთი პოსტით გამოეხმაურა ამ აჟიოტაჟს: "ელემენტარულ მათემატიკას შემოგთავაზებთ: – მე ათსულიანი ოჯახი მყავს და ასლარიანი ბაზარი (თუ აქ არ ჩავთვლით საუზმე-ვახშამს, ყავას, ჩაის და ჰიგიენურ საშუალებებს), სადაც ერთჯერადად ვყიდულობ ზეთს, ტომატს, კარტოფილს, მწვანილსა და ბურღულეულს, მყოფნის სადილისთვის, თანაც კვირაში ორჯერ ხორცსაც ვახერხებ, თქვენ თუ მეტს ხარჯავთ, არ ვიცი?! – ახლა მიუმატეთ, გაამრავლეთ და გამომდის ულუფაზე 1 ლარი საშუალოდ. თუ ჩათვლით, რომ ზოგი ორჯერაც ჭამს ერთ სადილს.
უბრალოდ ვაღიაროთ, რომ გვიყვარს აჟიოტაჟის ატეხვა და მასში მონაწილეობის მიღება რაც შეიძლება დასამახსოვრებლად! ვლანძღოთ, რა გვენაღვლება!"
არის თუ არა საკმარისი 1,18 ლარი თუნდაც ერთი კალორიული სადილისთვის ოჯახისთვის, ამ შეკითხვით ჩვენი საიტის მკითხველ დედებსაც მივმართეთ. აი, ზოგიერთი კომენტარი:
განაგრძეთ კითხვა