ოცამდე ქართველი სტუდენტი ორი ქვეყნის მთავრობების დაფინანსებით საფრანგეთში გააგრძელებს სწავლას

ოცამდე ქართველი სტუდენტი ორი ქვეყნის მთავრობების დაფინანსებით საფრანგეთში გააგრძელებს სწავლას

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, განათლების საერთაშორისო ცენტრს, უმაღლესი განათლებისა და საერთაშორისო მობილობის ფრანგულ სააგენტო კამპუს ფრანსსა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებს შორის შეთანხმების შედეგად, ოცამდე ქართველი სტუდენტის საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლას საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობები ერთობლივად დააფინანსებენ.

მემორანდუმს ხელს განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ჭელიძე და ფრანგული მხარის წარმომადგენელი - საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რენო სალენსი მოაწერენ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია