საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თოვლი და ყინვაა მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თოვლი და ყინვაა მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

4 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თოვლი და ყინვაა მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, საქართველოს უმეტეს რაიონებში დღეს იწვიმებს. მთაში მოსალოდნელია თოვა. ამაღამ აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექი შეწყდება. ხვალ დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კვლავ ნალექია მოსალოდნელი. დაბლობსა და ბარში წვიმის სახით, ხოლო მთასა და მაღალმთაში ითოვებს.

3-4 დეკემბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. 4 დეკემბერს მოსალოდნელია თოვლჭყაპი ან თოვა.

აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში ქარი გაძლიერდება. მაღალ მთაში კი 1-4 დეკემბრის ჩათვლით პერიოდულად მოსალოდნელია ქარბუქი და თოვლი. დასავლეთ საქართველოს დაბლობში და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღის საშუალო ტემპერატურა ხვალ 7-12 გრადუსი იქნება, 3 დეკემბერს კი - 3-8 გრადუსი; 4 დეკემბერს - 2-7 გრადუსი. 3 დეკემბერს ღამით აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით -2+3 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში 2 და 3 დეკემბერს იწვიმებს. აღნიშნულ პერიოდში ღამით 3 გრადუსი, დღისით კი 6 გრადუსი იქნება. 4 დეკემბერს თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ღამით ტემპერატურა -1 დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი. 2-4 დეკემბერს იქროლებს ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე წამში 17-22 მეტრი იქნება.

4 დეკემბერს თბილისში შესაძლოა მცირე თოვლჭყაპი იყოს. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალ მთაში ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა, ხვალ დღისით -5; 0 გრადუსი დაფიქსირდება, 3 დეკემბერს -8 გრადუსი. 4 დეკემბერს დღისით -10; ღამით კი შესაძლოა -18 გრადუსი იყოს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია