სად და რა პირობებში იყიდება საკვები პროდუქტები - "საჭმელი ასფალტიდან" ანუ რას ვჭამთ?

სად და რა პირობებში იყიდება საკვები პროდუქტები - "საჭმელი ასფალტიდან" ანუ რას ვჭამთ?

საკვები პროდუქტებითა და სასმელი წყლით გადამდები დაავადებებით, მსოფლიოში ყოველწლიურად 2,2 მილიონი ადამიანი იღუპება (მათი უმრავლესობა ბავშვია). სად და რა პირობებში იყიდება საკვები პროდუქტები საქართველოში? "პალიტრა ნიუსმა" ის ადგილები მოინახულა, სადაც თბილისის მოსახლეობას საკვები პროდუქტების შეძენა უწევს. არსებული ვითარება ბევრ ადგილას საგანგაშო და ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდა…

ეგრეთწოდებული დეზერტირების ბაზრობაზე დაცვის უფროსმა ტერიტორიაზე სიტუაციის ამსახველი კადრების გადაღების უფლების მისაღებად დირექტორთან შეთანხბემა მოგვთხოვა. რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ დირექტორი ადგილზე არ იმყოფებოდა... ბაზრის დირექტორის ნდობით აღჭურვილ პირად ქალბატონი მაგული აბულაძე გაგვეცნო. "დავალებული მაქვს რომ შეძლებისდაგვარად ყველა კითხვაზე გაგცეთ პასუხი". ქალბატონის განცხადებით, სანიტარული დღეები ამ ბაზრობაზე თვეში ერთხელ ტარდება. დახლმაცივრებს კი ყოველდღიურად ასუფთავებენ. თუმცა, ფოტოები, რომლებიც ჩვენმა ფოტოაპარატმა დააფიქსირა საპიროსპიროს მეტყველებს. ერთერთ დახლ-მაცივარში, სადაც ხორცს ინახავდნენ, ბინძური სასწორი იდგა… საქართველოს ბაზრის მარეგულირებელი სტანდარტის მიხედვით, მუშაობის დამთავრების შემდეგ დაწესებულებები უნდა დალაგდეს სველი წესით, სარეცხი საშუალებების გამოყენებით. ხოლო კვირაში ერთხელ უნდა ჩატარდეს გენერალური დალაგება სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით. კითხვაზე, რა სიხშირით და რა ხსნარებით ხდება ბაზრობის ტერიტორიის დასუფთავება? ასეთი პასუხი მივიღეთ: "ახლა ზუსტად დასახელება არ მახსოვს, უცხოური დასახელბის არის და ტვინიდან მივარდება ხოლმე…"

იქვე მდებარე გოჭის ხორცით სავსე რამდენიმე მაცივარი, სხვადასხვა ტემპერატურულ რეჟიმზე მუშაობდა. როგორც გამყიდველმა გვითხრა, თუ პროდუქცია ერთ დღეში ვერ გაყიდა, მეორე დღეს 1 გრადუსით ნაკლებ ტემპერატურაზე შეინახავს. ერთი სიტყვით, ამ ბაზრობაზე ხორცის მუდმივი ტემპერატურული რეჟიმის დაცვა არ ყოფილა აუცილებელი. არა და არსებობს სტანდარტი, რომლის მიხედვით, ხორცის შენახვის ვადა 48 საათია, ხოლო ტემპერატურა 2-6 გრადუსი. ხორცის ნაჭერი უნდა ეკიდოს ისე, რომ ჰაერმა იმოძრაოს და იგი გარკვეულ ტემპერატურულ რეჟიმში უნდა ინახებოდეს.

იხილეთ გაგრძელება +ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია