6 ცხოველი, რომელიც ტემპერატურის მატების შემთხვევაში აღარ იარსებებს

6 ცხოველი, რომელიც ტემპერატურის მატების შემთხვევაში აღარ იარსებებს

როცა კლიმატის ცვლილებაზე მსოფლიოში მასშტაბური დისკუსიები მიმდინარეობს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ ადამიანებს არ უქმნის საფრთხეს გლობალური დათბობა. წარმოგიდგენთ იმ ცხოველებს, რომლებიც ამჟამად გადარჩენისთვის იბრძვიან და რომელთა გადაშენების საფრთხეც საკმაოდ მაღალია.

ზღვის კუ

ზღვის კუები საფრთხეში არიან თევზაობის, ოკეანის დანაგვიანების და კლიმატის ცვლილების გამო. ოკეანის დონის მატება ხელს შეუშლის ზღვის კუებს გამრავლებაში, რადგან შესაჯვარებლად ისინი იმ ნაპირს ირჩევენ, სადაც თავად გაჩნდნენ. თბილი ქვიშები კი მათ კვერცხებს დააზიანებს.

თოვლის ლეოპარდი

თოვლის ლეოპარდი დიდი ხანია გადაშენებად ჯიშად მიიჩნევა. ტემპერატურის მატებასთან ერთად მთების ეკოსისტემაც იცვლება. თოვლის ლეოპარდები ამჩნევენ, თუ როგორ კვდება ნელ-ნელა მათი სანადირო ცხოველები, მალე ლეოპარდებიც შეიცვლიან საცხოვრებელს და ძალაუნებურად გადაეყრებიან ადამიანებს, რაც გამოიწვევს დაპირისპირებას და ფერმერები მათზე ნადირობას დაიწყებენ.

ჩრდილოეთის ირემი

ჩრდილოეთის ირმისთვის ძალიან რთულია საკვების მოპოვება. ბოლო ხანებში არქტიკაში წვიმების გამო მიწები, რომელზეც მათი საკვები ბალახი ამოდიოდა, მოყინულია. ირმები ვეღარ ახერხებენ საკვების მარტივად მოპოვებას.

პოლარული დათვი

გლობალური დათბობა ყველაზე მეტად პოლარულ დათვებს უქმნის საფრთხეს. წინასწარი ვარაუდით, უახლოეს 35 წელიწადში მათი რიცხვი 35%-ით შემცირდება.

პინგვინები

ზღვის ყინულის შემცირება პოლარული დათვების მსგავსად, პინგვინებსაც საფრთხეს უქმნის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მათი 19% ამ საუკუნეში გადაშენდება.

კოალა

კოალებისთვის საფრთხის შემცველი ნახშირორჟანგის დონის მატებაა. ევკალიპტი, რომელზეც პირდაპირ არიან დამოკიდებული კოალები, კვებით ღირებულებას კარგავს, რაც ნიშნავს, რომ მათ რიგებში შიმშილი იზრდება. ცხელი ამინდები აგრეთვე გავლენას ახდენს ცხოველზე, რადგან ასეთ დროს ისინი ხიდან ჩამოდიან და მიწაზე ეძებენ წყალს, რაც მტაცებლებისთვის საკბილოდ აქცევს მათ.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია businessinsider.com-ს მიხედვით.

რატომ ყრიან სარეცხ ფხვნილს მტვერსასრუტში გამოცდილი დიასახლისები

"შენს ქვეყანას რომ ბომბავდა, იმ არმიის გერბი მკერდზე, სირცხვილია!" - თორნიკე შენგელიას მოსკოვის "ცსკა"-ში შესაძლო გადასვლის გამო აკრიტიკებენ

დღის ფოტო: 4 წლის რეინჯერი, რომელიც მამასთან ერთად იცავს საქართველოს ბუნებას