ავტორი:

დღის ფოტო: 4 წლის რეინჯერი, რომელიც მამასთან ერთად იცავს საქართველოს ბუნებას

დღის ფოტო: 4 წლის რეინჯერი, რომელიც მამასთან ერთად იცავს საქართველოს ბუნებას

საქართველოში ყველაზე პატარა რეინჯერი, სულ რაღაც 4 წლისაა და მას მათე გიორგაძე ქვია. მათე ალგეთის ეროვნული პარკის, ბირთვისის რეინჯერის ამირან გიორგაძის უმცროსი ვაჟია.

ამირანი ტერიტორიაზე პატრულირებას ხშირად თავის შვილთან ერთად ახორციელებს.

მათეს განსაკუთრებულად უყვარს ბუნება და ზრუნავს მასზე. ის ბირთვისში მისულ ვიზიტორებს ესაუბრება ბუნების დაცვის მნიშვნელობაზე და აფრთხილებს თუ როგორ უნდა მოიქცნენ დაცულ ტერიტორიებზე.

პატარა რეინჯერი კომუნიკაბელურობით და სიდინჯით გამორჩეულია, განსაკუთრებულად უყვარს მამის პროფესია და ხშირად ბუნებაში ატარებს დროს.

ბირთვისის კლდეების კომპლექსი ერთ-ერთი ყველაზე მეტად გამორჩეული და საყვარელი ბუნების ძეგლია ვიზიტორებისათვის. ის თავისი ისტორიული, კულტურული, ბუნებრივი და ლანდშაფტური მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

საქართველოს ყველაზე პატარა რეინჯერის ისტორიას ალგეთის ეროვნული პარკის "ფეისბუქის" გვერდი გვიზიარებს.

"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით, ერთი სული მაქვს, როდის ვითამაშებ" - თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელია

რატომ ყრიან სარეცხ ფხვნილს მტვერსასრუტში გამოცდილი დიასახლისები

"შენს ქვეყანას რომ ბომბავდა, იმ არმიის გერბი მკერდზე, სირცხვილია!" - თორნიკე შენგელიას მოსკოვის "ცსკა"-ში შესაძლო გადასვლის გამო აკრიტიკებენ