ზურაბ ადეიშვილს პატიმრობა შეეფარდა

ზურაბ ადეიშვილს პატიმრობა შეეფარდა

აკურის ღვინის ქარხნის იძულებით ჩამორთმევის საქმეზე, იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ინფორმაციით, მოსამართლე გიორგი არევაძემ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა და საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ამავე საქმეში წარმოდგენილი მეორე ბრალდებულის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის მიმართ წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 12 იანვარს დანიშნა.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ზურაბ ადეიშვილს და ივანე მერაბიშვილს ბრალი წარედგინათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, 2004 წელს ჩადენილი სისტემური დანაშაულისთვის, მიმართული მოქალაქეებისათვის ქონების იძულებით ჩამოსართმევად, რომელშიც ერთობლივად და წინასწარ შეთანხმებული სქემით მონაწილეობდა იმჟამინდელი სამართალდამცავი ორგანოები და ეროვნული ბანკი, რის შედეგადაც დაზარალებულებს თეიმურაზ მეგრელიშვილს და ნოდარ მოდებაძეს იძულებით ჩამოართვეს თელავში მდებარე აკურას ღვინის ქარხანა.

საქმეზე გამოძიებას საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი აწარმოებს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3- დან 5 წლამდე ვადით", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია