უბნები თბილისში, სადაც ხვალ დენი გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ხვალ დენი გაითიშება

თბილისის რამდენიმე რაიონის მოსახლეობას ხვალ დაგეგმილი სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება შეეზღუდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "თელასიდან" აცნობეს, დიდუბის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის, მიქელაძის და აკაკი ბელიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, ცოტნე დადიანის, რკინიგზის, მახალდიანის და რევაზ ურიდიას ქუჩები მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეურნეობის, ლილოს დასახლების, ქიზიყის, ენუქიძის, ჭიჭინაძის და თვალჭრელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პურის მოედნის, აბესაძის, საიათნოვას, კუფტინის, ლერმონტოვის, გრიგოლ ხანძთელის, ბერიძის, ანტონ კათალიკოსის, ბეთლემის, გომის, ჯვარედინის, თუმანიანის, თონეთის, იერუსალიმის, ასკანის და კოტე აფხაზის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, იასამნის, ქავთარაძის, თამარაშვილის და ცინცაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

შექმნილი დისკომფორტის გამო კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია