შსს: "მოვუწოდებთ მოსახლეობას, დაიცვან საახალწლო ფოიერვერკების მოხმარების წესები" - რამდენად სახიფათოა საახალწლო პიროტექნიკა

შსს: "მოვუწოდებთ მოსახლეობას, დაიცვან საახალწლო ფოიერვერკების მოხმარების წესები" - რამდენად სახიფათოა საახალწლო პიროტექნიკა

ქართული ახალი წელი ბევრი ტრადიციიითა და თავისებურებით გამოირჩევა. თუმცა ერთ-ერთი თავისებურება, რომელიც ჯერ კიდევ ნოემბრის შუა რიცხვებიდან "შეგვახსენებს" ახალი წლის მოახლოებას, საახალწლო პიროტექნიკის, კერძოდ კი, ე.წ. "ასაფეთქებლების" არაგეგმაზომიერი გამოყენებაა.

ამ პერიოდში განსაკუთრებით ხმაურიანი და მოულოდნელი აფეთქებებით სავსე სკოლები და სპორტული მოედნების მიმდებარე ტერიტორიები ხდება. ადგილები, სადაც მოზარდები იყრიან თავს და ერთი შეხედვით, უწყინარი გართობით მოქალაქეებს, საკუთარ თავს თუ მეგობრებს ახალი წლის მოახლოებას აუწყებენ.

"ბიზნესპრესნიუსი" შეეცადა იმის გარკვევას, თუ რამდენად უსაფრთხოა ასაფეთქებელი მოწყობილობები, არსებობს თუ არა უსაფრთხოების კონტროლი ამ საკითხთან დაკავშირებით და ვისი ვალდებულებაა, საახალწლო პიროტექნიკის გამოყენებით გამოწვეული სავალალო შედეგების თავიდან აცილება.

როგორც საცალო და საბითუმო მოვაჭრეები bpn-თან საუბრისას აღნიშნავენ, საახალწლო ასაფეთქებლები საქართველოში ძირითადად, ჩინეთიდან შემოდის. მათივე ინფორმაციით, ასაფეთქებლები ჩვეულებრივ საბაჟო კონტროლს გადის, თუმცა უკვე ბაზრობაზე გასაყიდად გამოტანილ პროდუქციას არავინ აკონტროლებს.

მომხმარებელი.გე - ს დამფუძნებლის, ლია თოდუას ინფორმაციით, დეკლარირებული მოთხოვნა ნებისმიერი პროდუქტის უსაფრთხოების შესახებ არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე საქართველოში არ ფუნქციონირებს ორგანო, რომელიც ბაზარზე გამოტანილი პროდუქციის უსაფრთხოებას გააკონტროლებს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია