გია ვოლსკის განცხადება ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით

გია ვოლსკის განცხადება ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის მტკიცებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ივანიშვილის კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ლიდერად დაბრუნების ალბათობა არ არსებობს.

"პირდაპირ გეუბნებით, არ არის მისი პოლიტიკური გუნდის სათავეში მოსვლის ალბათობა. მე ასე ვიცი და ასე მჯერა. მხარდაჭერა და თანადგომა იქნება ისეთი, როგორც მან თავად განაცხადა", - აღნიშნა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ამის მიუხედავად ბიძინა ივანიშვილი საარჩევნოდ კოალიციას მხარს "კიდევ უფრო მეტად დაუჭერს".

"მე რაც ვიცი, ეს ის არის, რაც თავად ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, მან კი თქვა, რომ კიდევ უფრო მეტად დაუჭერს მხარს "ქართულ ოცნებას". ეს არ ნიშნავს მის პოლიტიკურ ამბიციას", - განმარტა ვოლსკიმ.

მმართველი გუნდის წევრმა ზვიად ძიძიგურმა გუშინ განაცხადა, რომ კოალიცია "ქართული ოცნება" 2016 წლის არჩევნებშიც ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით მიიღებს მონაწილეობას.

ასევე იხილეთ ზვიად ძიძიგურის მიერ გაკეთებული საპირისპირო განცხადება| "ივანიშვილი 2016 წლის არჩევნებში იქნება აქტიური"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."