კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებას არ უარყოფს

კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებას არ უარყოფს

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, გასაკვირი არაფერი იქნება იმაში, თუკი ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილებას მიიღებს.

შესაბამისი კომენტარი კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში მმართველი გუნდის წევრის, ზვიად ძიძიგურის იმ განცხადებაზე კომენტირებისას გააკეთა, რომლის მიხედვითაც, კოალიცია "ქართული ოცნება" 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას ისევ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით მიიღებს.

"რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს - თქვენ იცით, რომ "ქართული ოცნება" ამ ადამიანის მიერ არის დაფუძნებული.

შესაბამისად, იმაში, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება, ჩაერთოს, დაბრუნდეს პოლიტიკაში, ვფიქრობ, გასაკვირი არაფერი არ არის, თუმცა მე ბატონი ბიძინას მაგივრად გამიჭირდება რაიმე პასუხი გავცე ამ კონკრეტულ კითხვას",- განაცხადა კალაძემ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესაძლებლობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხისას.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."