თურქეთის პრემიერი სომხეთს - გაათავისუფლეთ მიწები, რომელიც თქვენ არ გეკუთვნით

თურქეთის პრემიერი სომხეთს - გაათავისუფლეთ მიწები, რომელიც თქვენ არ გეკუთვნით

მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დასარეგულირებლად და რეგიონში მშვიდობის მისაღწევად, საჭიროა ოკუპირებული აზერბაიჯანული მიწების სრული გათავისუფლება. ამის შესახებ აზერბაიჯანში ვიზიტით მყოფმა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, აჰმეთ დავუთოღლუმ ერთ-ერთი უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, დავუთოღლუმ მოუწოდა სომხეთს, "გაათავისუფლოს მიწები, რომელიც მას არ ეკუთვნის".

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კონფლიქტის დარეგულირების საკითხში თურქეთი აზერბაიჯანს დახმარებას ყოველთვის გაუწევს.

"აზერბაიჯანული ტერიტორიების სრულ გათავისუფლებამდე თურქეთი აზერბაიჯანის გვერდით იქნება", - განაცხადა დავუთოღლუმ.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?