მეცნიერების თქმით, მზემ შესაძლოა დედამიწა გადაწვას

მეცნიერების თქმით, მზემ შესაძლოა დედამიწა გადაწვას

მზემ შეიძლება დედამიწა ”გადაწვას” - ასეთ კატასტროფულ სცენარს არ გამორიცხავენ მეცნიერები, რომლებიც ტელესკოპ კეპლერთან მუშაობენ. ცოტა ხნის წინ მათ დააფიქსირეს, რომ ეკზოპლანეტა კეპლერ 438ბ სიცოცხლისთვის გამოუსადეგარი გახდა მის ორბიტაზე მბრუნავი ვარსკვლავის აფეთქების გამო.

აფეთქების სიძლიერემ 1000-ჯერ გადააჭარბა მზის აფეთქებებს. აღსანიშნავია, რომ ასეთი აფეთქებები პერიოდულად სხვადასხვა მზის სისტემებში ხდება.

ახლა ასტრონომებმა მოულოდნელი აღმოჩენა გააკეთეს. ტელესკოპ კეპლერის დახმარებით ჩვენს გალაქტიკაში აღმოაჩინეს ვარსკვლავი KIC9655129, რომლის გამოსხივებაც მზისას ჰგავს. საუბარი ეხება მრავალ ტალღებს, რომელთა ბუნებაც ჩვეულებრივ მზის ამოფრქვევებს ჰგავს. მეცნიერების აზრით, ეს ამტკიცებს, რომ მზეს შეუძლია უმაღლესი ნაპერწკლების წარმოშობა.

თუ მზეზე სუპერნაპერწკალი გაჩნდება, ეს გამანადგურებელ შედეგს იქონიებს დედამიწაზე. მეცნიერები აღიარებენ, რომ ამის შესაძლებლობა დაბალია, მაგრამ მცირედი საფრთხე მაინც არსებობს.

მომზადებულია Astrophysical Journal Letters-ს მიხედვით.

ღუდუშაურის კლინიკაში სამი ტყუპი დაიბადა - "სახლში გავაცილებთ, სადაც პატარა ძამიკო ელოდებათ"

„ჯორჯიან მანგანეზმა“ საფეხბურთო ტრადიცია აღადგინა და ჭიათურაში ამხანაგური მატჩების სერია დაიწყო

რა არის “ენერჯი დიეტა” და როგორი კვების რეჟიმია რეკომენდირებული მწარმოებლის მიერ წონაში კლებისთვის