ავტორი:

ღუდუშაურის კლინიკაში სამი ტყუპი დაიბადა - "სახლში გავაცილებთ, სადაც პატარა ძამიკო ელოდებათ"

ღუდუშაურის კლინიკაში სამი ტყუპი დაიბადა - "სახლში გავაცილებთ, სადაც პატარა ძამიკო ელოდებათ"

ღუდუშაურის სამშობიაროში სამი ტყუპი გოგონა - ლილე, სესილი და ანასტასია დაიბადა. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკის "ფეისბუქ" გვერდზე აქვეყნებენ. საზოგადოებამ უკვე ტყუპის ფოტოებიც ნახა.

"გაიცანით ტყუპები, ლილე, სესილი და ანასტასია. ისინი რამდენიმე დღის წინ გაჩდნენ ღუდუშაურის განახლებულ სამშობიაროში. ბუნებრივი გზით მიღებული და სწორად წარმართული ორსულობის შედეგად, მეან-გინეკოლოგ მანანა მახარაძის დახმარებით, პატარები ჯანმრთელები მოევლინენ ქვეყანას.

ცოტას კიდევ წამოიზრდებიან და სახლში გავაცილებთ, სადაც პატარა ძამიკო, ალექსანდრე ელოდება ერთდროულად 3 ბედნიერებას!", - ნათქვამია კლინიკის "ფეისბუქ" გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

"თეონა, სად არის შენი ქმარი?" - თეონა კონტრიძისა და ნიკოლოზ ცისკარიძის მორიგი პროვოკაცია და უჩვეულო "ჩემო ციცინათელა"

"მეორედ მოსვლა" - ძლიერი სეტყვა და ქარი კოჯორში (ფოტოები)

"მზად ვართ, სანაკრებო თამაშების დროს თოკო საქართველოში გავუშვათ, თუმცა ერთი პირობით", - ცსკა-ს პრეზიდენტი