ავტომობილის მეპატრონე, რომელზეც მიმაგრებული ხელყუმბარა იპოვეს, 7 შვილის მამაა

ავტომობილის მეპატრონე, რომელზეც მიმაგრებული ხელყუმბარა იპოვეს, 7 შვილის მამაა

ავტომობილი, რომელზეც წუხელ ბუკიას ბაღში ხელყუმბარის მსგავსი მოწყობილობა აღმოაჩინეს, მამუკა არჩვაძეს ეკუთვნის. როგორც AMBEBI.GE-ს ჟურნალისტს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა განუცხადეს, მამუკა არჩვაძე სასულიერო პირებთან დაახლოვებული მრავალშვილიანი მამაა, მას 7 შვილი ჰყავს. ადგილობრივების თქმით, ავტომობილს მეპატრონე დიდი ხანია არ იყენებდა და დაპარკინგებული ჰყავდა.

მათივე ინფორმაციით, თეთრი ფერის "ტოიოტას" მარკის ჯიპი, რომელიც ბახტრიონის N7-შია პარკირებული, "სითი პარკმა" არაერთხელ დააჯარიმა.

AMBEBI.GE-მ მანქანის სერიისა და ნომრის მეშვეობით, აღნიშნული ინფორმაცია "სითი პარკის" საიტზე გადაამოწმა. თეთრი ფერის "ტოიოტას" მარკის ავტომობილზე ათობით გადაუხდელი ჯარიმა ფიქსირდება.

მეზობლების ინფორმაციით, ავტომობილის მფლობელი ემოციურ ნიადაგზე ცუდად გახდა.

როგორც ბახტრიონის ქ. N7-ში მცხოვრებლები აცხადებენ, ავტომობილის მფლობელმა, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა მას შემდეგ შენიშნა, რაც ავტომობილი დაათვალიერა.

გამნაღმველებმა ბუკიას ბაღთან, "ტოიოტას" მარკის ავტომობილზე მიმაგრებული ხელყუმბარა იპოვეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, ხელყუმბარა ავტომობილის ქვეშ იყო დამაგრებული. მათივე განმარტებით, გამნაღმველებმა ხელყუმბარა მოხსნეს და გააუვნებელყვეს.

იხილეთ ვიდეო

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია