რით არის საშიში ჩუტყვავილა - ის არ შედის აცრების ეროვნულ კალენდარში

რით არის საშიში ჩუტყვავილა - ის არ შედის აცრების ეროვნულ კალენდარში

ცნობილი გახდა, რომ 29-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი, 3 წლის ბავშვი ჩუტყვავილათი გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი ინფექციის შედეგად გამოწვეული სეფსისი და ტოქსიკური შოკი გახლდათ. ჩუტყვავილა ამ სეზონზე საკმაოდ გავრცელებულია. ამიტომ ვფიქრობთ, საინტერესო იქნება, მეტი გავიგოთ ამ დაავადებასა და მისგან თავდაცვის საშუალებებზე.

ყველაზე ძლიერი იარაღი ჩუტყვავილას წინააღმდეგ პროფილაქტიკური აცრაა. აქტიური პროფილაქტიკისთვის იყენებენ ცოცხალ ვაქცინას, რომელიც ანტისხეულების წარმოქმნას იწვევს.  ვაქცინაცია 12 თვიდან ტარდება. ეფექტიანობა 95%-ს უტოლდება. პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში ჩუტყვავილას საწინააღმდეგო აცრა შეტანილი არ არის, მაგრამ ბოლო ხანს დაავადება ისე გახშირდა, კალენდარში მისი შეტანა მართლაც გონივრული იქნებოდა - იმუნიზაცია ხომ ფარია ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ!

მართალია, ეროვნულ კალენდარში არ შედის, თუმცა აცრა შესაძლებელია პრევენციული მედიცინისა და იმუნიზაციის ცენტრში.

ბევრმა მშობელმა ზუსტად არ იცის, რა დაავადებებზეა აცრილი მისი შვილი ან რომელ ასაკში რომელ ინფექციებზე ეკუთვნის აცრა. ამიტომ გთავაზობთ აცრების ეროვნულ კალენდარს და გარემოებებს, როცა ჩუტყვავილა განსაკუთრებით საშიში ხდება.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია