"ამ ადამიანს სუს-მა დაავალა ეცემა ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია" - რა ფაქტს ახმაურებს გივი თარგამაძე

"ამ ადამიანს სუს-მა დაავალა ეცემა ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია" - რა ფაქტს ახმაურებს გივი თარგამაძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ინფორმაციით, სუს-ის წარმომადგენლებმა ერთ-ერთ ადამიანს "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და გადაცემა "არჩევანის" წამყვანის გიორგი გაბუნიას ცემა დაავალეს.

როგორც გივი თარგამაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუ გაბუნიასა და გვარამიას მიმართ ამ ტიპის ანგარიშსწორება განხორციელდება, პასუხისმგებლობა ერთმნიშვნელოვნად დღევანდელ ხელისუფლებას და კერძოდ, უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს სოსო გოგაშვილს დაეკისრება.

"რამდენიმე ხნის წინ ჩემთან მოვიდა ადამიანი, რომელსაც ეწვივნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები და მისი პირადი პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ, შესთავაზეს, რომ მას შეექმნა გარკვეული ჯგუფი და ფიზიკურად გასწორებოდა, ანუ ეცემა "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და გადაცემა "არჩევანის" წამყვანი გიორგი გაბუნია. მინდა მივმართო შესაბამის ორგანოებს, პირველ რიგში, შსს-ს, მათთვის ეს გარემოებები ცნობილია და კეთილი ინებონ, ეს ფაქტი გამოიძიონ. გარდა ამისა, ბუნებრივია, თუ ბატონ გაბუნიას, ან ბატონ გვარამიას მიმართ ასეთი ტიპის ანგარიშსწორება განხორციელდება, ან ამ კონკრეტული ადამიანის მიმართ ანგარიშსწორება განხორციელდება, პასუხისმგებლობა ერთმნიშვნელოვნად დაეკისრება დღევანდელ ხელისუფლებას, კონკრეტულად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და კერძოდ, ბატონ სოსო გოგაშვილს, რომელის პირადი იდეები არის ასეთი ტიპის ღონისძიებების განხორციელება", - განაცხადა თარგამაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ინფორმაციით, დაახლოებით, თვენახევრის მანძილზე მას მანქანით დაყვებოდა ერთი ჯგუფი, რომელსაც ანალოგიური დავალება, კერძოდ, მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება ჰქონდა დავალებული.

"იქედან გამომდინარე, რომ მე ამის შესახებ წინასწარ ვიყავი ინფორმირებული, ვიქცეოდი შესაბამისად და ამის განხორციელება გახდა შეუძლებელი. მინდა მივმართო პირადად ბატონ სოსო გოგაშვილს, საქართველო არ არის არც ყვარლის საკოლმეურნეო ბაზრის ხორცის განყოფილება, არც მის პირად კუთვნილებაში მყოფი ხორცის მაღაზია ნაძალადევის რაიონში. ცუდად დაამთავრებთ, ბატონო ჩემო", - განაცხადა თარგამაძემ.

იხილეთ ვიდეო

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."