თურქეთსა და რუსეთს შორის წარმოქმნილი დაპირისპირების პასუხად, ქართველი წინასწრამეტყველის ლელა კაკულიას "ფეისბუქის" ოფიციალურ გევრდზე წინასწარმეტყველებების მცირე ნაწილი ვრცელდება, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნდებოდა:
"1994 წელი, 23 აპრილი, დილის 9 საათი.
თურქეთში გართულდება სიტუაციები. ადგილობრივი არათურქები მოაწყობენ ტერორებს. მთავრობა მკაცრ ზომებს მიიღებს. რამდენიმე არასასურველ ტომს (მაგალითად, ერთ სოფელ არათურქებს) გააძევებენ და სხვებსაც სასტიკად გაუსწორდებიან.
თურქეთს მომავალში ელის დიდი გაჭირვება, მერე კი დიდი გამარჯვება. ეს ნიშნავს იმას, რომ - მადლობა ღმერთს - მიწის პირიდან გაქრობას ააცდენს მათ უფალი!!!
2008 წელი, 20 ნოემბერი, ურეკი.
ვხედავ, მომავალში რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები დაიძაბება. ერთი შეხედვით, თითქოს პატარა პოლიტიკური უთანხმოება იქნება, მაგრამ ვხედავ, ეს პატარა დაძაბულობები გადაიზრდება დიდ პოლიტიკურ სირთულეებსა და უთანხმოებებში. რუსეთის მცდელობა, თურქეთთან ითანამშრომლოს ისე, როგორც თავად აწყობს და გაატაროს იმგვარი პოლიტიკა, როგორიც თავად სურს, დამთავრდება მისი მარცხით. ეს იქნება დიდი პოლიტიკური დარტყმა თითქოს ფრთხილი, ნეიტრალური თურქეთის სახელმწიფოსგან. რუსეთი ღია, უხეშ, ძალიან ხისტ პოლიტიკას გაატარებს. თითქოს ყურადღებას არც მიაქცევს იმ ფაქტს, რომ თურქეთი ნატოს წევრია. რუსეთი ვერასდროს მიიმხრობს თურქეთს! ეს ასეა ასი პროცენტით. უფრო მეტიც, თურქეთის არმია ნატოს ბრძანებებს ასრულებს და არა სხვისა. ვხედავ, რომ რუსეთმა (ვურჩევთ) ძალიან ფრთხილი პოლიტიკა უნდა გაატაროს თურქეთთან, მათ პროექტებს ასრულება არ აწერია!
შავ ზღვაზე ამერიკულ გემებს ვხედავ. ეს ვითომ სწავლებებთან იქნება დაკავშირებული, სინამდვილეში კი ნატო - ამერიკა უფრო იმყარებს, იფართოვებს არეალს შავ ზღვაზე. ეს რუსეთს ძალიან გააღიზიანებს, რაც თურქეთს სულაც არ ანაღვლებს. რუსეთი ომს ვერასდროს გაბედავს დიდ სახელმწიფოებთან, მხოლოდ პატარა ერებთან.
2008 წელი, 16 დეკემბერი, თბილისი.
რუსეთ-თურქეთის ალიანსი დამთავრდება უშედეგოდ. აქაც ამერიკა ჩაერთვება. ამერიკის გარეშე თურქეთი ისედაც ვერაფერს მიაღწევდა!!!
2009 წელი, 14 თებერვალი, თბილისი.
რა თქმა უნდა, თურქეთს თავისი ინტერესები აქვს რუსეთთან, დაწყებული ტურიზმით, დამთავრებული სხვა პოლიტიკური ზრახვებით, მაგრამ მათი ტკბილი ურთიერთობები დიდხანს არ გასტანს და "მეგობარი" თურქეთი სხვა ენაზე აჭიკჭიკდება.
2009 წელი, 20 მარტი, თბილისი.
როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე, თურქეთის ორმაგ თამაშს ამერიკა უხეშად აღკვეთს. რუსეთი აქაც წააგებს. როგორც 1992-1993 წლებში ვიწინასწარმეტყველე, თურქეთი ნეიტრალურ მდგომარეობას შეინარჩუნებს ბოლომდე.
ვხედავ, ამერიკული გემების მომრავლება შავ ზღვაზე, ანუ საქართველოს ტერიტორიაზე, ძალიან არ სიამოვნებს თურქეთის სახელმწიფოს. ისინი ამის გამო თავისუფლად ვერ განახორციელებენ ორმაგ თამაშს, განსაკუთრებით, რუსეთთან ერთად, საქართველოს მიმართ. ამერიკის მთავრობისგან სწრაფი პასუხი ხორციელდება და თურქეთ-რუსეთის პოლიტიკურ თამაშებს, ვხედავ, წერტილი ესმება.
2009 წელი, 2 მაისი, თბილისი.
ვხედავ, თურქეთი ვერ იქნება ბოსფორის სრუტის ერთპიროვნული მეპატრონე, რომელიც თავად გადაწყვეტს, ვინ შემოუშვას შავ ზღვაში და ვინ – არა!. ამ საკითხს ევროპა-ამერიკა-ნატო გადაწყვეტენ. შავი ზღვა მნიშვნელოვანი სტრატეგიული ადგილია სამხედრო დანიშნულებით. ამიტომ ეს საკითხი უკვე მარტო თურქეთს კი არ ეხება, არამედ ყველა წამყვან ქვეყანას. იგი განსაკუთრებით ნატოს ინტერესებში შედის და ისინიც ქმნიან და ამტკიცებენ კანონს. თურქეთი კი წამოიკნავლებს, მაგრამ სწრაფადვე ჩაცხრება. ისედაც არ მოწონთ ბოლო წლებში თურქეთის პოლიტიკა ევროპასა და განსაკუთრებით კი ნატოს, ამერიკას. ვხედავ, ისინი ძალიან მონდომებულნი არიან, რომ თურქეთს ჭკუა ასწავლონ, რათა მომავალში ეს სახელმწიფო ამბიციებმა აღარ შეაწუხოს და მან თავისი ადგილი დაიკავოს მსოფლიო პოლიტიკაში ყოველგვარი თამაშისა და ორპირობის გარეშე.
2009 წელი, 21 მაისი, თბილისი.
ისევ ვხედავ, თურქეთს ამერიკა ძალიან სერიოზულად დაუქნევს თითს, რათა ორმაგ თამაშსა და რუსეთთან კუდის ქიცინს მორჩეს. ამით თურქეთის პოლიტიკა კავკასიაში წააგებს, ვხედავ, მითუმეტეს, რომ აზერბაიჯანი ძალიან განაწყენებულია თურქეთზე.
თურქეთი, ვხედავ, ნდობას კარგავს კავკასიაში (და არამხოლოდ კავკასიაში) და მომავალში შავი ზღვის თაობაზე რუსეთთან მოლაპარაკების წარმოებას დაიწყებს, ასე ვთქვათ, შავ ზღვას იყოფენ, ტერიტორიებს ინაწილებენ. მოკლედ, რუსეთ-თურქეთის ფანტაზიებს საზღვარი არ აქვს.
ევროპა-ამერიკა თურქეთს არ აპატიებენ ასეთ ღალატს და მას უამრავი პრობლემა გაუჩნდება. ილუზია, რომ თურქეთი დღეს ძლიერი სახელმწიფოა და მას ანგარიში უნდა გაუწიონ მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა, საპნის ბუშტივით გაქრება! მეორე ათა-თურქი აღარ იბადება თურქეთში.
ფრთხილად! თურქეთი რუსეთთან თამაშით საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს ძალიან, ვხედავ, ძალიან დააზიანებს.
რუსეთის მეგობრობა ვის უნახავს საერთოდ, მითუმეტეს, პოლიტიკაში? თურქეთი ხვდება, რა თქმა უნდა, რომ რუსეთი არცერთ სფეროში სიკეთის მომტანი არ არის და იგი ძალიან არასაიმედო პარტნიორია. უფრო მეტიც, ძალიან საშიშიცაა, ვინაიდან თურქეთს ევროპასა და, განსაკუთრებით, ამერიკასთან, ძლივს დაწყობილ ურთიერთობებს გაუფუჭებს. ეს ასეა, ვხედავ ასი პროცენტით. ამის ნიშნები მომავალში ნათლად გამოჩნდება და დიდი ბზარი გაჩნდება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებში. მომავალში თურქეთი რუსეთს არცერთ პოლიტიკურ საკითხში მხარს არ დაუჭერს.
2009 წელი, 2 აგვისტო, ურეკი.
თურქეთს აუსრულდება, რაც ბოსფორის სრუტეზე ვიწინასწარმეტყველე: ამერიკა ბოსფორის სრუტის საკუთრების უფლებას აართმევს მას. ასეა, ორმაგი თამაში პოლიტიკაში მისაღებია, მაგრამ თუკი აშავებ, ისჯები.
ვხედავ, არამხოლოდ ევროპა-ამერიკასთან, არამედ მუსლიმურ სამყაროსთანაც ყველა გარიგება ჩაეშლება რუსეთს, უპირველესად კი თურქეთთან. ვხედავ, თურქეთი ამერიკის მითითებით იმოქმედებს! დიახ, ყოველივე, რასაც ვწინასწარმეტყველებ, ასრულდება ასი პროცენტით, როგორც ყოველთვის.
2009 წელი, 16 სექტემბერი.
თურქეთი ორმაგი თამაშებით დაკარგავს ბოსფორის სრუტის მართვის უფლებას. მათი არმია ძალიან დასუსტდება, ანუ დაასუსტებენ. ჩვენ გავაფრთხილეთ თურქეთი, რომ რუსეთთან თამაში მათ კარგს არაფერს მოუტანდა და პასუხიც არ დააგვიანებს.
2009 წელი, 12 ოქტომბერი.
რუსეთს თურქეთი(!) უღალატებს პირველ რიგში. თუმცა თურქეთს ამერიკა მაინც არ აპატიებს და აქედან დაიწყება თურქეთის სახელმწიფოს დასუსტება.
2009 წელი, 17 ნოემბერი, თბილისი.
ვხედავ, შავ ზღვაზე თურქეთ-რუსეთის ინტერესები ერთმანეთს არ დაემთხვევა მომავალში. ვხედავ, დიდი უთანხმოება იქნება ამ ორ სახელმწიფოს შორის და თურქეთი განაცხადებს, რომ აფხაზეთი რუსეთის ტერიტორია არაა და რუსეთს არ აქვს უფლება, საქართველოს ტერიტორიის, ანუ შავი ზღვის ქართული ზოლის აგრესიისა. ეს რუსეთისთვის ძალიან მოულოდნელი დარტყმა იქნება თურქეთის სახელმწიფოსგან. დიახ, მომავალში ვხედავ, რუსეთი დაკარგავს ისეთ ძლიერ მოკავშირეს, როგორიც თურქეთია. ამ საკითხში ასევე ჩაერევიან შავი ზღვის აუზის ქვეყნებიც. მათ რუსეთის მეგობრული ურთიერთობებისა არ სწამთ, არ სჯერათ. ისინი მზად არიან პასუხის გასაცემად და ეს პასუხი რუსეთისთვის ძალიან უარყოფითია. შავი ზღვის აუზის ქვეყნები მომავალში დაუპირისპირდებიან რუსეთს და იძულებულს გახდიან, უკან დაიხიოს.
2010 წელი, 20 იანვარი.
კვლავ მინდა აღვნიშნო, რომ შავ ზღვაზე რუსეთი ბევრ მტერს გაიჩენს და პირველი მათ თურქეთი დაუპირისპირდება.
მომავალში ბოსფორის სრუტე თავისუფალი ზონაა, შავ ზღვას ამერიკა აკონტროლებს, თურქეთის სახელმწიფოს უჭირს - არასწორმა პოლიტიკურმა ნაბიჯებმა ბევრი რამ დააკარგინა, დაწყებული ტრაპიზონით, რომელიც, ვხედავ ისევ საქართველოს ეკუთვნის, დამთავრებული ქურთებით, რომლებსაც საკუთარი ავტონომია აქვთ, მერე კი ვხედავ რესპუბლიკას!
2010 წელი, 17 თებერვალი.
ამერიკას უფროდაუფრო გააღიზიანებს მომავალში რუსეთ-თურქეთის ტკბილი, მოჩვენებითი ურთიერთობებიც. ვხედავ, ამერიკა უდიდეს პოლიტიკურ დარტყმას მიაყენებს მათ _ ჯერ თურქეთს, რომელსაც ბოსფორის სრუტის გასაღებს აართმევს (და ასრულდება წინასწარმეტყველება!) და ასევე დაიწყება განხილვა იმ მიწების საკითხისა, რომლებიც საქართველოს ეკუთვნის.
საერთოდ კი, თურქული პოლიტიკა დიდ კრახს განიცდის მომავალში და ეს იმის ბრალი იქნება, რომ თურქულ-რუსული პოლიტიკა ერთ აზრზე დადგება. და ამერიკა და ევროპა არ აპატიებენ თურქეთს, ასე ვთქვათ, ღალატს. "ნატოს წევრი ქვეყანა ამგვარ პოლიტიკას არ უნდა ატარებდეს!" - განაცხადებს ამერიკა. - "ეს ღალატია!!!" რუსეთი კი უფრო აურევს, ანუ შეეცდება, ამერიკა-თურქეთს შორის გააღრმავოს მტრობა და შუღლი, თავისი ინფორმაციებით რუსეთი გაყიდის თურქეთს და რთულ ვითარებას შეუქმნის უკვე მსოფლიო პოლიტიკაში. ეს ძალიან, ძალიან საშიშია თურქეთის სახელმწიფოსთვის. არასწორი პოლიტიკა თურქეთის შიდაპოლიტიკას დაძაბავს. იქნება დიდი გამოსვლები!!! ხალხი უკვე დაინახავს და იგრძნობს, რომ მათი ქვეყანა ძალიან სუსტდება, კარგავს გავლენასა და სახელს. ამ რუსულ-თურქულ პოლიტიკურ თამაშში, ვხედავ, თურქეთი წააგებს. ეს კი საქართველოს პოლიტიკაზე ძალიან დადებითად აისახება. თურქეთს ძალიან ბევრი რამ აქვს დასაბრუნებელი ჩვენი ქვეყნისთვის და დაუბრუნებს კიდევაც. ყველაფერი ასრულდება ისე, როგორც დავინახე და ვიწინასწარმეტყველე, ასი პროცენტით.
2010 წელი, 5 მარტი, თბილისი.
ამერიკა-თურქეთის ურთიერთობების დაძაბულობა ამერიკას უფრო არწმუნებს, რომ საქართველო ძლიერ საჭიროა მათთვის. ესეც დააჩქარებს იმ პროცესებს, რასაც ჰქვია საქართველოს ნატოში გაწევრიანება და სხვა სასიკეთო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება უკვე დაჩქარებული ტემპით. მინდა აღვნიშნო, რომ თურქეთ-ამერიკას შორის გაჩენილი ბზარი არ გამთელდება.
ვხედავ, სომხებს დიდი და ძლიერი დიასპორა ყავთ საზღვარგარეთ და ეს ძალა დიდ სამსახურს უწევს მათ სამშობლოს - სასომხეთს. მაგრამ მათმა აქტიურმა რჩევამ ამერიკის პრეზიდენტი და მთავრობა ჩიხში მოამწყვდია და პოლიტიკურად არამომგებიანი ნაბიჯი გადაადგმევინა. ამის რეზულტატებს ამერიკის მთავრობა მალე მოიმკის. თურქეთის მთავრობას, ასე ვთქვათ, ბუნტი მეტ სითამამე მატებს მათ და ამერიკის მთავრობასთან სხვა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში უფრო მომთხოვნი არიან, ვხედავ, მომავალში. თურმე ამერიკის მთავრობას შეუძლია უკან დაიხიოს და სულაც არ არის საჭირო, გეშინოდეს ამ ზესახელმწიფოსი. ვხედავ, თურქეთს ამბიციები შეაწუხებს, რეალობას ჩამოშორდება და ეს იქნება თურქეთის პოლიტიკისთვის უდიდესი დარტყმა, ისეთი დარტყმა, რომ ამას ვერაფერი გამოასწორებს. აქედან დაიწყება თურქეთის სახელმწიფოს დასუსტება. ამერიკის მთავრობა მათ არ აპატიებს! სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ყველაფერი ნათელია. დააძალო თურქეთს, შეასრულოს ნატოს მოთხოვნები, ამას სჯობს დაასუსტონ იგი და სხვა სახელმწიფოთი ჩაანაცვლონ. ასე იფიქრებს, ვხედავ, ამერიკა. უამრავი ფაქტი დაგროვდება და ამის პატიება არ შეიძლება. არ გამორიცხავენ იმასაც, რომ თურქეთი რთულ მომენტში უღალატებს ნატოსაც და ამერიკასაც. ეს ყველაფერი მომავალში მკაფიოდ გამოჩნდება. ჰოდა ნატოს სამხედრო გემები შავ ზღვაში, როცა უნდათ, მაშინ შევლენ და გამოვლენ და თურქეთი ხმასაც ვერ ამოიღებს. და საერთოდ, შავი ზღვის აუზის ქვეყნები დააყენებენ ბოსფორის სრუტის გახსნის საკითხს და თავისუფალ ზონად გამოაცხადებენ მას. ვხედავ, აქაც ამერიკის ხელი ურევია. ადრე ვიწინასწარმეტყველე, რომ ამერიკა თურქეთს ბოსფორის სრუტის გასაღებს აართმევს. ეს ასეც ასრულდება. რუსეთი აქაც წააგებს. მომავალში რუსეთს შავ ზღვაზე ფლოტი არ ეყოლება. შავი ზღვა რუსეთისა არ არის. ეს ყველაფერი მომავალში ასი პროცენტით ასრულდება! და მთავარი: თურქეთი ვერ გახდება რუსეთის მოკავშირე. ამერიკა კი ქურთებს აუმხედრებს თურქეთს, რაც ძალიან მტკივნეული საკითხიცაა და ძალიან საშიშიც. თურქეთის მთავრობას გაუქრება ამბიციები და მწარე რეალობა დაანახებს, რომ ორმაგი თამაში ნატოსთან, ამერიკასთან მეტად საშიშია. თურქეთის ამგვარი პოლიტიკა ჩვენთვისაც, საქართველოსთვისაც საშიშია, მაგრამ იგი ჩვენ არ შეგვეხება.
2010 წელი, 30 მარტი, თბილისი.
თურქული პოლიტიკა განიცდის დიდ კრახს, რომელსაც, ვხედავ, მომავალში რუსეთთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოუტანს. რუსები მეგობრად, რაც ისინი არსებობენ დედამიწაზე, არავის მიიჩნევენ. ეს მხოლოდ მაშინ ხდება, თუ სათავისოდ დიდ სარგებელს ნახულობენ. ასე იყო და ასე იქნება ყოველთვის. ფრთხილად! ისე, არც თურქეთი ჩამოუვარდება რუსეთს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ კოსმოსი არ დაუშვებს ამ ორი სახელმწიფოს მიერ შავი ზღვის დაპყრობას. რუსეთს მომავალში შავ ზღვაზე ფლოტი არ ეყოლება.
ვიმეორებ: თურქეთში ვხედავ დიდ მიწისძვრას, რომელიც თურქულ ეკონომიკას თითქმის მთლიანად ანადგურებს. ეს ძალიან ძვირი დაუჯდება თურქეთის სახელმწიფოს. თითქოს ბუნებამ მათთვის მოიცალა. თურქეთში მაცხოვრებელი ქურთების დიდ გამოსვლებსაც ვხედავ და მომავალში შეიქმნება კიდეც ქურთების სახელმწიფო. დიახ, ეს ასეა და ასეც ასრულდება ასი პროცენტით.
2010 წელი, 27 ივნისი.
ყარბაღის ომი მოკლე ხნით, მაგრამ მაინც იქნება. ფრთხილად, აქ მუსლიმების გაერთიანებას ვხედავ. ეს გაერთიანება დიდი დარტყმა იქნება როგორც რუსეთის, ისე სომხეთისთვის. აზერბაიჯანი უკან არცერთი ნაბიჯით არ დაიხევს. მისი ერთ-ერთი ძლიერი მოკავშირე თურქეთია, რომლის უკან ამერიკა დგას. ასე რომ, რუსეთის მთავრობს დიდი სიურპრიზები ელის.
2010 წელი, 8 ივლისი.
ხშირად მესმის, რომ ბათუმს თურქები საკუთარ გუბერნიას უწოდებენ და რუკაზეც, როგორც საკუთარი ტერიტორია, ისე აქვთ ჩახატულიო. მაგრამ წინასწარმეტყველება ასეთია: მომავალში საქართველო დაიბრუნებს იმ მიწებს, რომლებიც ისტორიულად ჩვენია - ტრაპიზონის ჩათვლით. ამერიკა, როგორც ააღორძინა თურქეთის სახელმწიფო, ისე დაამხობს მის სიძლიერეს. დღევანდელი თურქული პოლიტიკა - ეს საკუთარი ხელით ყელის გამოჭრას ნიშნავს. ადრეც ვიწინასწარმეტყველე და დღესაც აღვნიშნავ, რომ თურქეთმა უდიდესი შეცდომები დაუშვა ამერიკასთან მიმართებაში. რუსეთთან ფარული თამაშით, ფაქტობრივად, დაკარგა ნდობა. მართალია, ამერიკა დიდად არასდროს ენდობოდა თურქეთს, მაგრამ ასეთი ხისტი პოლიტიკის გატარებას თურქეთის მხრიდან მაინც არ ელოდა. ვხედავ, მომავალში ამერიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გეგმა - ეს თურქეთის სახელმწიფოს დასუსტებაა. აქედან გაჩნდება ქურთებითვის რეალური შანსი, რათა დაარსდეს ქურთების სახელმწიფო. აქედან დაიწყება გაუთავებელი ომები, რომელიც ძალზე დაასუსტებს თურქეთს. კვიპროსის ის ნაწილიც, რომელიც თურქეთმა მიითვისა და აკონტროლებს, ბერძნებს დაუბრუნდებათ და თურქული სიძლიერე დაიმსხვრევა. ეს წინასწარმეტყველება ზუსტად ასრულდება.
შავ ზღვაზე ისევ და ისევ ამერიკულ სამხედრო ხომალდებს ვხედავ. ბოსფორის სრუტეში თურქეთი ძალაუფლებას დაკარგავს. ეს ყოველივე კი ნაყოფია იმ არასწორი პოლიტიკისა, რომელსაც თურქეთი დღეს ატარებს ამერიკა-ევროპის მიმართ. ამერიკას შავ ზღვაზეც და კავკასიაშიც აწყობს ძლიერი სახელმწიფო, რომელიც მათთვის საიმედო დასაყრდენი ბაზა იქნება. ასეთი სახელმწიფო კი ქრისტიანული საქართველოა. დიახ, საქართველო.
2010 წელი, 25 ივლისი.
თურქეთი გაურკვეველ პოლიტიკას ითამაშებს, განსაკუთრებით, შავ ზღვასთან დაკავშირებით. ამიტომ ამერიკა მკაცრად დასვამს ბოსფორის სრუტის საკითხს, რათა ეს გასაღები ჩამოართვას თურქეთს და ბოსფორის სრუტე გამოცხადდეს საერთაშორისო, თავისუფალ ზონად და არა თურქეთის საკუთრებად, რომელიც შავ ზღვაში ან შეგიშვებს, ან არა. აქ კიდევ სხვა სერიოზული პოლიტიკური საკითხებიც განიხილება: რუსეთ-თურქეთის ფარული პოლიტიკა. რუსეთს თუ დასჭირდა, სწრაფად შეაქცევს ზურგს თურქეთს და ეს აუცილებლად ასეც მოხდება. ხოლო თურქეთი თუ ფიქრობს, რომ საქართველო გეოპოლიტიკურად ნაკლებად მნიშვნელოვანია, ძალიან ცდება, ძალიან. ამას მალე დაინახავენ. ვხედავ, ეს არის რუსეთის გავლენის ნაყოფი, ფუჭი პოლიტიკური ნაყოფი, რომელიც თურქულ პოლიტიკას ჩიხში შეიყვანს. სასაცილოა - საქართველო დაინაწილეს. მაგრამ თურქეთი ამ თამაშს, უაზრო თამაშს არ განაგრძობს.
2010 წელი, 7 აგვისტო, ურეკი.
თურქეთსა და ქურთებს შორის ომი ძალიან სერიოზულ სახეს ღებულობს. თურქეთის მთავრობას ვურჩევ, უფრო სერიოზულად მოეკიდოს ამ საკითხს, იმიტომ, რომ ქურთები დიდი თავის ტკივილია მათთვის და კიდევ მეტად სერიოზულ მასშტაბებს მოიცავს. ვხედავ, იქნებ დიდი ტერორები თურქეთის დიდ ქალაქებში, მრავალი ტერაქტი, რომლებზეც ბევრი ქვეყანა ალაპარაკდება. თურქეთს ძალიან გაუჭირდება გაკონტროლება. ისინი ამ ყველაფერს ამერიკას დააბრალებენ. ამერიკა კი პასუხის გაცემაზე თავსაც არ შეიწუხებს.
2011 წელი, 15 სექტემბერი,
დილის 6 საათი, თბილისი.
თურქეთის ჩარევა ისრაელ-პალესტინის, ასე ვთქვათ, ომში, თურქეთს ძალიან ცუდად შეუბრუნდება. ეს არის მცდელობა ისრაელის დასათანხმებლად, რომ მათ პალესტინა სახელმწიფოდ აღიარონ.
თურქეთი აქ დავალებას ასრულებს, თორემ საკუთარი თავი გასჭირვებია ქურთების სახით, რომლებიც თხოულობენ ცნონ სახელმწიფოდ. დავალების მიმცემ ქვეყნას არ შეუძლია ისრაელს პირდაპირ უბრძანოს პალესტინა აღიარეო და ამიტომ თურქეთი აირჩია, ასე ვთქვათ, `შუამავლად~.
არადა თურქეთი ნატოს წევრია, ნატო კი ამერიკაა - ისევ ამერიკა, რომელიც ხელს ყველგან აფათურებს, რომელიც პოლიტიკურ ამინდს ჰქმნის მსოფლიოში და არც არავის არაფერს ეკითხება. რუსეთიც საკუთარ თამაშებს თამაშობს მუდამ, მაგრამ მათ ყველა დაიპირისპირეს. ომები აქვთ გაჩაღებული კავკასიაში, უკრაინასთან, ბელორუსიასთან, იაპონიასთან. არის სხვა მრავალი საკითხიც, რომელთაც - ფრთხილად! - ომის სუნი უდის.
ისრაელიც ყველა საქმის კურსშია, იცის, თუ რა პოლიტიკას ატარებს ესა თუ ის წამყვანი ქვეყანა - განსაკუთრებით კი ამერიკა - ისრაელის მიმართ. თურქეთის პოლიტიკური განცხადებები ისრაელის წინააღმდეგ, ვხედავ, მომავალში ისრაელს სულაც არ ანაღვლებს და საპირისპირო დარტყმისთვის მოემზადება.
თუ სირიასთან პატარ-პატარა შეხლა-შემოხლა ჰქონდათ, ახლა ვხედავ, ეს სერიოზულ ომში გადაიზრდება. იგი სირიას ძალზე დაასუსტებს. მათ ბრძოლისუნარიანობას ნულამდე დაიყვანს და მერე თურქეთს დაუპირისპირდება.
თურქეთი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, ვინაიდან ეს მათი ომი არ არის და მომავალში ასი პროცენტით წააგებენ. ეს ძალიან საშიშია. თურქეთის ძლევამოსილი არმია არ იარსებებს! ეს ჯერ კიდევ 20 წლის წინ ვიწინასწარმეტყველე.
თურქეთის მთავრობამ, ვიმეორებ, ძალიან საშიში თამაში წამოიწყო მსოფლიო პოლიტიკაში. იგი ნომერ პირველი, წამყვანი ქვეყნის როლს თამაშობს აზიის ქვეყნებთან და ევლინება მათ, როგორც დიდი, დამცველი სახელმწიფო. ის მუსლიმებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს და თუ საჭიროა, ომისკენაც, რომელშიც თვითონ თურქეთიც მიიღებს მონაწილეობას.
მუსლიმებს თურქეთის სახელმწიფო მხსნელად ევლინებათ, მაგრამ ვხედავ, ამერიკა არ მისცემს თურქეთს პირველობის უფლებას აღმოსავლეთში.
აქ ბატონი მხოლოდ ამერიკა და ევროპაა და თურქეთს ამას შეახსენებენ ცოტა მკაცრადაც.
თურქეთის ასეთი აქტიურობა პირველობისკენ არც ირანს მოსწონს და ვხედავ, წავა დიდი პოლიტიკური ბრძოლები - თუმცა ძალიან ხანმოკლე.
რუსეთთან კი თურქეთს დიდი განხეთქილება ელის მომავალში. ფრთხილად! არცერთი დიდი, წამყვანი სახელმწიფო თურქეთს პირველობას არ დაანებებს აღმოსავლეთში და ასევე სხვა პოლიტიკურ თამაშში. პირიქით, ნატოს მსჯელობის საგანი გახდება თურქეთის შეიარაღება, მათ მიერ გაწვრთნილი და შეიარაღებული თურქული ჯარი და ასევე ის საკითხიც, რომ ნატოს წევრი ქვეყანა მათ საწინააღმდეგოდ მოიმართა. ეს ყველაფერი ძალიან დაარტყამს თურქეთის სახელმწიფოს.
ვხედავ, ნატო დაიწყებს თავისი რიგების გასუფთავებას არასასურველი პარტნიორი ქვეყნებისგან. ეს აუცილებლობა, ვხედავ, მომავალში დადგება. თუ არადა ეს იქნება მათი დასასრულის დასაწყისი.
მაგალითი კი თურქეთია, რომელსაც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ლიდერობაც მოუნდა და ასევე სამხედრო ძალების დემონსტრირებაც. თურქეთს სურს გახდეს ლიდერი მუსლიმთა, სურს შექმნას ნატო-ს ბლოკის ანალოგი, ოღონდ, რა თქმა უნდა, მუსლიმური. სხვა მრავალ გეგმასაც ვხედავ.
რუსეთიც უნდა მოეშვას ორმაგ თამაშებს. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ლიდერობაში მათ თურქეთი ეცილება, რომელსაც მიაჩნია, რომ თურქებს, როგორც მუსლიმებს, მეტი უფლება აქვთ და პრეტენზიაც, იყვნენ ერთმორწმუნე ერების ლიდერები.
2011 წელი, 18 ოქტომბერი, დილის 5 საათი. ურეკი.
ვხედავ, ამერიკა თურქეთის მიმართ ძალიან იფრთხილებს და ყურადღების გარეშე არ დატოვებს - როგორც ყველა საკითხს, მართალია, მაგრამ თურქეთი თვალთახედვის არიდან არ უნდა გაეპაროთ. ამერიკა თურქეთს ნამდვილ მოკავშირედ აღარ მიიჩნევს, უბრალოდ, აღარ ენდობა. დასუსტებული თურქეთი უფრო აწყობს ამერიკას დღეს, ვიდრე ძლიერი სახელმწიფო. ვხედავ, მომავალში თურქეთი შეეცდება ამერიკის ნდობის მოპოვებას. ამერიკაც მიიღებს, ამ შერიგებას, ასე ვთქვათ, მაგრამ აქედან არაფერი გამოვა. მომავალში ამერიკა საერთოდ აღარ მიენდობა თურქეთს. წავა დიდი პოლიტიკური თამაშები. ამ თამაშში კი, რა თქმა უნდა, ამერიკა გაიმარჯვებს. ვხედავ, მომავალში ამერიკა დიდ წინაღობებს შეუქმნის თურქეთს და თურქეთის მთავრობაც ხმამაღლა დაადანაშაულებს ამერიკის მთავრობას. არც მოერიდებიან.
2011 წელი, 14 ნოემბერი, თბილისი.
მინდა კვლავ აღვნიშნო ასჯერ დანახული, რომ ამერიკა შავი ზღვიდან არ გავა. აქ თითქოს თურქეთი ისევ წინააღმდეგობას სწევს, მაგრამ მალევე გაჩუმდება. მთავრობის არასწორი პოლიტიკა თურქეთს სერიოზულ ზიანს მიაყენებს. ძალიან ბევრი რამ შეუჩერდებათ. მაგალითად, მათი ოცნება ევროკავშირში გაერთიანებისა, ისევ გაიყინება და ეს სწორედ თურქეთის მთავრობის არასწორი პოლიტიკის ნაყოფია.
2013 წელი, 25 თებერვალი, თბილისი.
მინდა აღვნიშნო, რომ თურქეთი რუსეთს არანაირ თამაშში მხარს აღარასდროს დაუჭერს, განსაკუთრებით კი საქართველოს წინააღმდეგ. ეს ასეა 100 პროცენტით. პირიქით, თურქეთი დაიცავს საქართველოს. ამას მომავალი გვიჩვენებს.
ვხედავ, თურქეთში დიდი მიწისძვრა იქნება. ასევე ვხედავ დიდი პოლიტიკოსის სიკვდილს. ქურთებთან ომები ისევ გაგრძელდება და ბოლო არ უჩანს. ასევე დაიძაბება საბერძნეთთან ურთიერთობებიც, მაგრამ მალევე ჩაქრება. თურქეთის საზღვრებზე ამერიკა რაკეტებს განალაგებს - მოსწონს ეს ვინმეს თუ არა. რა თქმა უნდა, ეს რუსეთს არ მოსწონს, ვინაიდან საქართველო თურქეთის მეზობელი ქვეყანაა და აუცილებლად იქნება ლაპარაკი, რომ იმგვარი რაკეტები საქართველოს საზღვრებზეც დაიდგას. რაც აუცილებლად მოხდება კიდეც. ეს ჯერ კიდევ 1992 წლის 18 დეკემბრის წინასწარმეტყველებაა.
27 ოქტომბერი, 2013 წელი.
მინდა აღვნიშნო, რომ თურქეთის პოზიციას, რომელსაც ის გაატარებს მომავალში, დადებითი შეფასება ექნება. თურქეთი ყველა სირთულეს გადაურჩება, მაგალითად, ომს. ის ბოლომდე ამერიკის მხარეზე დარჩება.
2013 წელი, 20 დეკემბერი, თბილისი.
თურქეთსა და რუსეთს შორის ძალიან ცუდი დამოკიდებულება შეიქმნება. ერთმანეთში პოლიტიკური თამაშიც კი არ გამოუვათ. იქნება დაპირისპირება, რაც საქართველოს პოლიტიკაზე დაასხამს წყალს. ამიტომ ვიწინასწარმტყველე წარსულში, რომ თურქეთი კბილებით დაიცავდა საქართველოს. ეს ასი პროცენტით ასრულდება. შავი ზღვა კი იქცევა ნატო–ს საზღვაო ხომალდების ნავსაყუდელად.
2014 წელი, 29 აპრილი.
ვხედავ, ძალიან საინტერესო სამეული შეიკვრება: თურქეთი, აზერბაიჯანი, საქართველო. სწორედ ასე, "სამეულს" შეარქმევენ ამ კავშირს. ამ საკითხში იდირიჟორებს ამერიკა და დიდ ინტერესსაც გამოამჟღავნებს, რითაც დაცვით ფორმას შეუქმნის საქართველოს. უბრალოდ, ეს ძალზე საჭირო გახდება ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკასთან მიმართებაში. ამ სამეულის ცენტრი იქნება საქართველოში. ეს თურქეთსაც აწყობს და აზერბაიჯანსაც. სწორედ აქ, საქართველოში გაიმართება პრეზიდენტების შეხვედრები, ასამბლეები. ეს რუსეთს ძალიან გააგიჟებს, მაგრამ ვერაფერსაც ვერ მოიმოქმედებს.
ვხედავ, აზერბაიჯანიც ძალიან დიდ ფულს ჩადებს შავი ზღვის პორტში და ასევე თურქეთიც. გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთი ნატოს წევრი სახელმწიფოა, მას უფლება ექნება ჰყავდეს თავისი სამხედრო გემები საქართველოს ტერიტორიაზე, ანუ ჩვენს წყლებში. ფაქტობრივად, ეს იქნება არა თურქული, არამედ ნატოს გემები თურქეთის დროშის ქვეშ.
2014 წელი, 25 ივლისი, თბილისი.
რუსეთს სირთულეები შეექმნება შავ ზღვაზე თურქეთის სახით. პირველობა აქაც გამორიცხულია. თურქეთი არ დაუთმობს რუსეთს. მეტიც, რუსულ სამხედრო ხომალდს, ვხედავ, ცეცხლს გაუხსნიან. ეს ძალიან საშიში პერიოდი იქნება რუსეთისთვის. თურქეთმა ძალიან კარგად იცის რუსეთის ტაქტიკა მოქმედებებისა და არაფერს დაუთმობს. პირდაპირ ომზე გადავა, თუ დასჭირდა. ასეთი ნაბიჯები თურქეთის მხრიდან რუსეთს ძალიან შეაშფოთებს და ხისტ პოლიტიკას შეცვლის ვითომ მეგობრული ურთიერთობებით. შავ ზღვაზე ორი დაუძინებელი მტერი ერთმანეთს ჩაუსაფრდება. რუსეთი პოზიციებს დათმობს, ვინაიდან თურქეთთან ომი ნამდვილად არ აწყობს.
2014 წელი, 26 ნოემბერი, თბილისი.
ვხედავ, რუსეთი აზერბაიჯანსაც დაემუქრება, მაგრამ აზერბაიჯანი აუცილებლად დაუბრუნებს პასუხს თურქეთთან ერთად. თურქეთი ღიად დაუჭერს მხარს აზერბაიჯანს და რუსეთს ნოტასაც კი გაუგზავნის, რომ კავკასია თურქეთის საზღვარზეა და რუსებმა სჯობს, თვალყური ადევნონ საკუთარი შეიარაღებული ძალების გადაადგილებას. "და მეზობელი საქართველოს მიმართ სამხედრო ხაზით მოძრაობასაც დაუკვირდით. აგრესიაზე ნურც იფიქრებთ. თუ იქნება ომი, ჩვენც ჩავერთვებით ომში!" - განაცხადებს თურქეთი. ყველაფერი ეს კოსმოსიდან მოდის.
2015 წელი, 9 მარტი, 18:45
გაზსადენი "თურქეთის ნაკადი" გამორიცხულია, რომ განხორციელდეს. ვხედავ საქართველოზე გამავალ პროექტებს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში რუსულს. ამას აშშ, ნატო არ დაუშვებენ. თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და მას ამერიკა კარნახობს პოლიტიკას".