ეკა ბესელია - პატრიარქისთვის შეწყალების უფლების მინიჭებას ბევრი მომხრე ეყოლება

ეკა ბესელია - პატრიარქისთვის შეწყალების უფლების მინიჭებას ბევრი მომხრე ეყოლება

ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ფიქრობს, რომ პატრიარქისთვის შეწყალების უფლების მინიჭებას ბევრი მომხრე ეყოლება.

ბესელიას თქმით, იგი მხარს დაუჭერს, რომ საქართველოს პატრიარქს ეს უფლება საკანონმდებლო დონეზე მიენიჭოს.

"დღეს პირველად გაჟღერდა საჯაროდ საქართველოს პატრიარქის ეს სურვილი და მე ვიქნებოდი ძალიან ბედნიერი, თუ ჩვენ ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მივიღებდით. ეს იქნებოდა ძალიან კარგი და სასარგებლო გადაწყვეტილება საქართველოს პატრიარქსაც ჰქონდეს ეს განსაკუთრებული უფლება, როგორც ადამიანს, რომელსაც აქვს ყველაზე მაღალი ნდობა საზოგადოებაში. თუ პოლიტიკური თანხმობა იქნება, მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი მხარდამჭერი იქნება, რათა ეს უფლება საქართველოს პატრიარქს საკანონმდებლო დონეზე მიენიჭოს. მე მხარს დავუჭერ და მივესალმები ამ ინიციატივას", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პატრიარქმა დღეს, რუსთაველის თეატრში განცხადება გააკეთა.

"ვფიქრობ, რომ პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, შეიწყალოს პატიმრები და ბრალდებულები. ამაზე ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრთან და ალბათ პრემიერი დააყენებს ამ საკითხს", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა სპექტაკლში მონაწილე მსჯავრდებული ქალები დალოცა და ბეჭდებით დაასაჩუქრა. უწმინდესის სიტყვით გამოსვლას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა.

პრემიერ-მინისტრმა სპექტაკლის დასრულების შემდეგ, პატრიარქის განცხადებაზე კომენტარი არ გააკეთა.

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ