ხულოს მთებში დიდთოვლობის გამო ჩარჩენილი ადამიანების გამოყვანის ოპერაცია მეორე დღეა მიმდინარეობს

ხულოს მთებში დიდთოვლობის გამო ჩარჩენილი ადამიანების გამოყვანის ოპერაცია მეორე დღეა მიმდინარეობს

ხულოს მთებში დიდთოვლობის გამო ჩარჩენილი 7 ადამიანის გამოსაყვანად სამაშველო ოპერაცია მეორე დღეა მიმდინარეობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სამაშველო სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ვერტმფრენი ხულოს მთებში გუშინ ჩაფრინდა, თუმცა ნისლის გამო უკან დაბრუნდა. სამაშველო ღონისძიებას ამ წუთებში ხულოსა და გურიის ჯგუფები ახორციელებენ.

"ვერტმფრენი გუშინ ჩაფრინდა ხულოს მთებში, მაგრამ ნისლი დახვდათ და უკან ბათუმში დაბრუნდა. ამავდროულად სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყო ხულოს და გურიის ჯგუფები, რომლებიც ფეხით მოძრაობდნენ. ხულოს ჯგუფი შესაბამისი აღჭურვილობით სავარაუდოდ, მალე მივა ამ ადამიანებთან. ნისლი როგორც კი გაიფანტება, ვერტმფრენი ისევ ჩაერთვება სამაშველო ღონისძიებაში. სამაშველო ჯგუფებმა იციან სად იმყოფებიან დიდთოვლობის გამო ჩარჩენილი ადამიანები", - აღნიშნავენ პრესსამსახურში.

ხულოს მთებში, ზორტიყელის საზაფხულო იალაღებზე ქარმა სახლები დააზიანა, რის შესაკეთებლადაც ღორჯომის თემის სოფელ ჭახაურადან შვიდი ადამიანი წავიდა. უხვი ნალექის გამო ისინი უკან დაბრუნებას ვერ ახერხებენ და დახმარებას სამაშველო სამსახურს სთხოვენ. თოვლში ჩარჩენილი ადამიანების ნათესავები აცხადებენ, რომ მთებში მყოფ ადამიანებთან კონტაქტს მესამე დღეა ვეღარ ახერხებენ. 7 ადამიანი ზოტიყელში 2 ნოემბერს გაემგზავრა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია