თეოლოგი ლევან აბაშიძე - ყველა მივა ეკლესიაში, რომ ჩააწყოს საქმეები

თეოლოგი ლევან აბაშიძე - ყველა მივა ეკლესიაში, რომ ჩააწყოს საქმეები

თეოლოგი ლევან აბაშიძე მიიჩნევს, რომ თუ პატრიარქს შეწყალების უფლება მიენიჭება, ეკლესიისთვის ცუდი იქნება. ამის შესახებ ლევან აბაშიძემ ჟურნალისტებს პატიმრების შეწყალების უფლების პატრიარქისთვის მინიჭების თაობაზე ინიციატივის კომენტირებისას განუცხადა.

"მე პირადად ვარ მკვეთრად უარყოფითად განწყობილი, როგორც თეოლოგიური თვალსაზრისით, ისე იურიდიული კუთხით. ეს ძალიან ცუდია თავად ეკლესიისთვის. ყველა მივა ეკლესიაში, რომ ჩააწყოს საქმეები", - განაცხადა ლევან აბაშიძემ.

გუშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განაცხადა, რომ პატიმართა შეწყალება პატრიარქის უფლება უნდა იყოს. გუშინვე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტსა და პარლამენტს აღნიშნული წინადადების განხილვის ინიციატივით მიმართა.

"სწრაფი ტესტი, რომელიც მას გაუკეთდა, ხარვეზიანი იყო" - კახეთში სასწრაფოს ექიმს PCR ტესტით ვირუსი არ აღმოაჩნდა

"ვირუსი მაშინ გადაივლის, როცა ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაცია განცხადებს, რომ პანდემია დასრულდა" - ხათუნა ზახაშვილი

"საპარტნიორო ფონდმა" ინფექციურ საავადმყოფოსა და ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას საჩუქრად სამედიცინო ეკიპირება გადასცა