დავით ზურაბიშვილი - დავით აღმაშენებლის დროს ზედმეტი უფლებების მიღება რომ დააპირეს, მოუწყვეს რუის-ურბნისის კრება

დავით ზურაბიშვილი - დავით აღმაშენებლის დროს ზედმეტი უფლებების მიღება რომ დააპირეს, მოუწყვეს რუის-ურბნისის კრება

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ზურაბიშვილის შეფასებით, პატიმართა შეწყალება ეკლესიის და სასულიერო პირების საქმე არ არის.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ზურაბიშვილმა განუცხადა, დაუშვებელია, სახელმწიფოს ფუნქცია რომელიმე რელიგიურ კონფესიას, თუნდაც ძალიან ავტორიტეტულ და პოპულარულ კონფესიას მიენიჭოს. აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით, ზურაბიშვილი ისტორიაზეც ამახვილებს ყურადღებას.

"მსჯავრდებულების შეწყალების საკითხი ეკლესიის და ზოგადად სასულიერო პირების საქმე არ არის. ეს განსაზღვრულია არა მხოლოდ ლიბერალურ-დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტური პრინციპებით, არამედ თავად საეკლესიო სამართლით და იმ ტრადიციით, რაც ეკლესიაში, ქრისტიანობასა და მართლმადიდებლობაში არსებობს. ვახტანგ გორგასლის დროსაც არ ჰქონდა პატრიარქს ასეთი უფლება, ხოლო დავით აღმაშენებლის დროს ზედმეტი უფლებების მიღება რომ დააპირეს, მოუწყვეს რუის-ურბნისის კრება. ასე რომ, სახელმწიფოს საქმეებში ეკლესიის ჩარევა, ისევე, როგორც ეკლესიის საქმიანობაში სახელმწიფოს ჩარევა, არის დაუშვებელი", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, პატრიარქისთვის პატიმართა შეწყალების ინიციატივასთან დაკავშირებით, საზოგადოების მხრიდან ჯანსაღ რეაქციას ჰქონდა ადგილი. "კონსერვატორიც, ლიბერალიც, ისეთიც და ასეთიც, ამბობდა, რომ ეს სწორი არ არის", - დასძინა დავით ზურაბიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."