მანქანაზე შეიძლება დამაგრდეს, მაგალითად, 200-ლიტრიანი ავზი, რომელშიც ვენახის შესაწამლავი სითხე ჩაისხმება და წამალი წნევით მიესხურება ვენახს
წლევანდელ 26 მაისს, საქართველოში წარმოებული ტექნიკის დემონსტრირებისას, ჩვენთან შექმნილი სასოფლო ტექნიკაც გამოიფინა და ალბათ, ბევრ ფერმერს ეგონა, რომ ეშველა. თუმცა, ჯერჯერობით, ეს ტექნიკა მანქანათა მექანიკის ინსტიტუტში ისე დგას, როგორც მხოლოდ საჩვენებელი.
რატომ უნდა იყოს ჩვენი გლეხი სხვისი ტექნიკის შემყურე, თუ აგერ, მისი თანამემამულე უკეთესს ამზადებს?! ეს კითხვა უპასუხოდ რჩება ამ ინსტიტუტში მოღვაწე აკადემიური დოქტორის, რომან კენკიშვილისთვისაც.
- ალბათ, ყველამ იცის, როგორ დარჩნენ ჩვენი მეცნიერები ულუკმაპუროდ იმ წლებში, რომლებიც გავიარეთ. თუმცა, მძიმე პირობებშიც კი, როცა მეცნიერები ტრანსპორტის ფულსაც ვერ იღებდნენ, მუშაობა არ შეგვიწყვეტია. 5 წლის წინ, როცა სამეცნიერო-ტექნიკური გაერთიანება "დელტა" შეიქმნა, თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადაგვიყვანეს.
პირველი დავალება იყო სოფელ სკრასთან აგვისტოს ომის დროს რუსების მიერ სამხედრო საწყობის აფეთქების შედეგად ქანებში მოყოლილი ნარჩენების გაუვნებლება. დამუშავდა პროექტი, რომლის ნაწილი იყო დისტანციური მართვის, მცირეგაბარიტიანი, მაღალი გამავლობისა და მანევრულობის მანქანების შექმნა.
პროექტის ჩვენი ვარიანტი აღარ დაფინანსდა, მაგრამ უკვე დამუშავებული გვქონდა ორი კონსტრუქცია... გამოცდებმა ცხადყო მანქანების როგორც მაღალი გამავლობა, ასევე მანევრირების უნარი. ამის შემდეგ დამუშავდა მობილური მანქანის კიდევ ორი ახალი, ორიგინალური მოდელი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ფართო სპექტრისთვის.
ჩვენი სოფლის მეურნეობისთვის შეიქმნა დისტანციური მართვის ტექნოლოგია, რომელიც შრომას ძალიან გააადვილებს.
ამ მანქანებით შესრულებული სამუშაო ასეც შეიძლება წარმოვიდგინოთ:
ფერმერი ზის მანქანაზე ან შორიახლოს მიჰყვება და დისტანციურად მართავს. ამოცანის შესაბამისად (ვენახის შეწამვლა, თესვა თუ სხვა) მანქანა სათანადო იარაღებით აღიჭურვება. ფერმერს აღარ სჭირდება დიდი ძალისხმევა მძიმე სამუშაოს შესასრულებლად. დღეს ფერმერის ოცნებაა მოტობლოკის შეძენა, რათა თავისი ყანა თვითონ მოხნას. ვისაც მოტობლოკი გამოუყენებია, იცის, რა ძნელია ეს, განსაკუთრებით - თუ მიწა ყამირია. ჩვენს მანქანას კი ფერმერი თავად ან დისტანციურად მართავს და მანქანას მიბმული სამუშაო იარაღებიც თავის საქმეს მშვენივრად აკეთებს... ამ დანადგარის სატვირთო დანიშნულებით გამოყენებაც შეიძლება. ფერმერი 7-8 ტომარა მოსავალს გადაიტანს...
იხილეთ გაგრძელება