"მინისტრის პოსტი არა, თუმცა მაღალი თანამდებ­ობა შემომთავაზეს" - აპირებს თუ არა ეკა გიგაური წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ფრონტზე გადანაცვლებას?

"მინისტრის პოსტი არა, თუმცა მაღალი თანამდებ­ობა შემომთავაზეს" - აპირებს თუ არა ეკა გიგაური წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ფრონტზე გადანაცვლებას?

"კვირის პალიტრასთან" "საერთა­შორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური საუბრობს:

- ფაქტია, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხელისუფლების კეთილგანწყობით ვერასოდეს ვსარგებლობთ, თუმცა ამას ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარი ყოველთვის მიზანია­ - მაგალითად­, წლების განმავლობაში სასამართლო სისტემაზე დაკვირვების შედეგად, რეკომენდაცია შევიმუშავეთ, რომლის ძირ­ითადი ნაწილიც რეფორმის პირველ ეტაპზე ხელისუფლებამ გაით­ვ­ალისწინა; ანუ, თუ ქვეყანაში სასამართლო სისტემა საერთოდ არ არსებობდა, სისტემის გაუმჯობესება მოვახერხეთ. ასე რომ, სხვადასხვა ხელისუფლების ეპითეტები ყველას დაავიწყდება, მთავარია, საზოგადოებამ კონკრეტული შედეგი მიიღოს.

- ბოლო დროს არასამთავრობო ორგანი­ზ­­აციების უმრავლესობისა და ოპოზიციური ძალების პოზიციები იმდენად ემთხ­ვევა ერთმანეთს, რომ საზოგადოების ნაწილი გარკვეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს "ნაციონალური მოძრაობის" გამხმოვანებლადაც კი მოიხსენიებს.

- ოპოზიციურ პარტიებს ვერ დავუშლით იმ საკითხებზე ლაპარაკს, რაზეც ჩვენც ვმუშაობთ. გასაგებია, რომ ზოგიერთი პარტია საკუთარი ინტერესებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციას აფუძნებს, თუმცა სამოქალაქო სექტორის ყველა წარმომადგენელი ერთ ქვაბში არ უნდა მოვხარშოთ. ხშირად სამოქალაქო­ სექტორზე საზოგადოების გული­სწყრომა სამართლიანია, რადგან მოსახლეობასთან კომუნიკაციის დეფიციტი გვაქვს - მეტი მუშაობაა საჭირო.

- თქვენი ბექგრაუნდიც განხილვის საგანი არაერთხელ გამხდარა. ითქვა, რომ 2007 წელს ვანო მერაბიშვილმა კაპიტნის წოდება ვადაზე ადრე მხო­ლოდ იმისთვის მოგანიჭათ, რომ 7 ნოემბრის აქციის დამრბევები პრემიებით დააჯილდოეთ.

- ამ საკითხზე სარჩელი სასამართლოში შევიტანე, რომელიც მოსამართლე თამაზ­ ურთმელიძემ უნდა განიხილოს, თუმცა მარტის შემდეგ პროცესი არ დანიშნულა. ამ განცხადებებში სიმართლე მხოლოდ ის არის, რომ 2008 წლამდე სასაზღვრო პოლიციაში საერთაშორისო ურთიერთობებსა და რეფორმებს ვხელმძღვანელობდი. მსგავს ბრალდებებზე ერთადერთი პასუხი მაქვს - ვამაყობ,­ რომ უწყებაში კორუფციის აღმოფხვრა და ახალი სისტემის დანერგვა შევძელი. მიუხედავად იმისა, რომ უწყებაში წარმატებული კარიერის გაგრძელება შემეძლო, გარკვეულ ჯგუფთან დაპირისპირების შემდეგ საჯარო სამსახურიდან წამოვედი.

- ბიძინა ივანიშვილმა­ განაცხადა, რომ საკუთარი განცხადებებით­ სამოქალაქო სექტორს ამახინჯებთ, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ხელისუფლ­ების დიდი კრიტიკოსი ხართ, ამიტომ ოფიცი­ალურად თქვენს პოლიტიკაში გადასვლას მიესალმება.

- სხვათა შორის, "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, არაერთმა პროევროპულმა ძალამ შემომთავაზა თანამშრომლობა. ხელისუფლებისგანაც მივიღე შემოთავაზება, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების წევრი გავმხდარიყავი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია