"ვერ დაიმორჩილეს, აუწერელი მოქმედებები ჰქონდა" - ვინ იყო 34 წლის პაციენტი, რომელიც "ღუდუშაურის" მე-4 სართულიდან გადმოხტა

"ვერ დაიმორჩილეს, აუწერელი მოქმედებები ჰქონდა" - ვინ იყო 34 წლის პაციენტი, რომელიც "ღუდუშაურის" მე-4 სართულიდან გადმოხტა

2 ნოემბერს, ოთხშაბათს, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში მძიმე თერაპიის განყოფილების პაციენტი, 34 წლის ახალგაზრდა კაცი, საქართველოს მოქალაქე, ეროვნებით აფხაზი (მისი ვინაობა გასაიდუმლოებულია), მე-4 სართულის ერთ-ერთი პალატის ფანჯრიდან გადახტა და ადგილზევე გარდაიცვალა. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სოციალურ ქსელებში ისიც დაწერეს, რომ მას ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა და შესაბამის დაწესებულებაში დროულად არ გადაიყვანესო...

ავადმყოფის მიერ ასეთი გადაწყვეტილების მიღებაში ვის მიუძღვის ბრალი და რამ განაპირობა მისი სუიციდამდე მიყვანა, გამოძიების მიერ მოკვლეული ფაქტების მიხედვით გაირკვევა, თუმცა არის ერთი კითხვა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს დაებადება... დღისით, მზისით, პაციენტმა როგორ შეძლო თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანა, როდესაც ინტენსიურ განყოფილებაში მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყო, სადაც, სხვა თუ არაფერი, ფანჯრებზე გისოსებია და 24-საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობს... ასევე, დაცვის პოსტია. სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების უნიათობით, ქვეყანაში ისეთი მძიმე სოციალური და ეკონომიკური ყოფაა, ძალიან ბევრი ადამიანია უკიდურესად სასოწარკვეთილ მდგომარეობაში და ამიტომ ხშირია შემთხვევები, გამოუვალი მდგომარეობის გამო ადამიანები უცაბედად ასეთ გადაწყვეტილებამდე რომ მიდიან...

გაზეთი "ქრონიკა" ღუდუშაურის კლინიკის გენერალური დირექტორის მოადგილეს, მარინა გელანტიას ესაუბრა:

- პაციენტი შემოვიდა მძიმე პნევმონიით, მას სუნთქვა უჭირდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სხვა დროს ის ფსიქიკური აშლილობით არ გამოირჩეოდა (ამ დროს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ფსიქიკურად იყო აშლილი და შესაბამის კლინიკაში არ იქნა გადაყვანილი - ნ.ს.) და არც აგრესიულობით. მას სათანადო გამოკვლევები დროულად ჩაუტარდა და მკურნალობის კურსს კლინიკაში გადიოდა. იმ დღეს კი ძალზე აგრესიული იყო როგორც ექიმების, ასევე პაციენტების მიმართაც. წამოვარდა საწოლიდან, ვერ დაიმორჩილეს, რადგან აუწერელი მოქმედებები ჰქონდა, უმალ იქნა გამოძახებული დაცვის სამსახური, მაგრამ პაციენტმა გაარღვია არეალი, გადავიდა ჩვეულებრივ პალატაში და მე-5 სართულიდან გადახტა. ასეთი პაციენტი ბევრი გვყოლია, მაგრამ მსგავსი შემთხვევა არ მომხდარა. გიმეორებთ, წამებში მოხდა ეს ყველაფერი, ამჟამად ექსპერტიზაზეა მიცვალებული გადაყვანილი.

- თქვენი კლინიკა კერძოა და იქნებ გარდაცვლილს ფინანსური პრობლემა ჰქონდა?

- ის საყოველთაო დაფინანსებით სარგებლობდა, ამ მხრივ, მას პრობლემა არ ჰქონია...

- იქნებ მისი ვინაობა მითხრათ?

- ვერ გეტყვით, კანონი უფლებას არ მაძლევს, მისი ვინაობა გაგიმხილოთ...

გაზეთ "ქრონიკის" ინფორმაციით, პაციენტი პატიმარია, რომელიც საიდუმლოდ იყო კლინიკაში მიყვანილი... გამოცემა მარინა გელანტიას დახმარებით პაციენტის ახლობლებთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა როგორც გელანტიამ განაცხადა, გარდაცვლილის ოჯახის წევრების საკონტაქტო ტელეფონი ვერ დაადგინა... ამასთან, პაციენტისთვის მკურნალობის პერიოდში პატრონს არცერთხელ არ მოუკითხავს...

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია