ჟინვალთან გაჩერებული ტრაილერების მძღოლები პატრულს მიმართავენ

ჟინვალთან გაჩერებული ტრაილერების მძღოლები პატრულს მიმართავენ

დუშეთის რაიონში, ჟინვალთან გაჩერებული ტრაილერების მძღოლები პატრულს სთხოვენ, ლარსის მიმართულებით ჯერ მალფუჭებადი ტვირთი გაატარონ.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მძღოლების ნაწილი ასეთად მწვანილს ასახელებს, რომელიც, მათი თქმით, მანდარინზე სწრაფად ფუჭდება.

გარდა ამისა, კერძო საუბრებში მძღოლები პრეტენზიას გამოთქვამენ ქართული მხარის საბაჟო-გამშვები პუნქტის მუშაობის გამო და აცხადებენ, რომ ხშირია ტვირთის დაყოვნების შემთხვევები, რის შედეგადაც პროდუქტი ფუჭდება და მისი გაყიდვა ვეღარ ხდება.

ჟინვალიდან გუდაური-კობის მიმართულებით სატვირთო მანქანები გადაადგილებას რამდენიმე დღეა ვერ ახერხებდენ, რის შედეგადაც დუშეთსა და მის მისადგომებთან სატვირთო ავტომანქანების რამდენიმეკილომეტრიანი რიგი დგას. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამის მიზეზი უამინდობის გამო გუდაური-კობის საუღელტეხილო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა იყო. ამ დროისთვის სატვირთო ავტომანქანების გატარება გუდაური-კობის მიმართულებით დაწყებულია.

იხილეთ ასევე: უახლესი მონაცემები გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია