2015 წელს დაბადებული პოპულარული ბავშვები

2015 წელს დაბადებული პოპულარული ბავშვები

გასული წელი ქართული პოლიტიკის მეთაურებისთვის შეიძლება, ისტორიამ წარუმატებლად შეაფასოს. თუმცა მათთვის გასული წელი მაინც ბედნიერი იყო, რადგან მათ ცხოვრებაში შვილები გაჩდნენ.

თბილისის მერი დავით ნარმანია 28 იანვარს გოგონას მამა გახდა. ელენე დავით გაგუას კლინიკაში დაიბადა.

დავით ნარმანიას და თიკა თინიკაშვილს ელენეს გარდა ორი ბიჭი, კოკო და ილია - დენისი ჰყავთ.

პატარა ელენეს ფოტო, რომელიც დედასთან ერთად აქვს გადაღებული, სოციალურ ქსელში პირველად რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა და დიდი მოწონება დაიმსახურა. სოციალური ქსელის მომხმარებლები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ლამაზი დედა-შვილის მიმართ.

პრეზიდენტის შვილი, თემურ მარგველაშვილი 2 თებერვალს დაიბადა. ის გიორგი მარგველაშვილისთვის მეორე შვილია. პირველი ქორწინებიდან მას უკვე ჰყავს ქალიშვილი, ანა მარგველაშვილი.

რაც შეეხება პრეზიდენტის მეუღლეს მაკა ჩიჩუას, მას ასევე ჰყავს ქალიშვილი მაშო. თემურ მარგველაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებენ და დიდ მოწონებას იმსახურებენ.

მაკა ჩიჩუამ პრესასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ძიძა ჰყავს, თუმცა გიორგი მარგველაშვილი ბავშვის აღზრდაში ეხმარება.

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია