თბილისის მასშტაბით სოციალური მომსახურების ცენტრები გაუქმდა და მათ ნაცვლად საქალაქო ცენტრი შეიქმნა

თბილისის მასშტაბით სოციალური მომსახურების ცენტრები გაუქმდა და მათ ნაცვლად საქალაქო ცენტრი შეიქმნა

თბილისის მასშტაბით სოციალური მომსახურების ცენტრები გაუქმდა და მათ ნაცვლად საქალაქო ცენტრი შეიქმნა.

შესაბამის ბრძანებას ხელს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე აწერს.

"განხორციელდეს ორგანიზაციული ცვლილებები, რომლის საფუძველზეც, უნდა გაუქმდეს სააგენტოს ისანი-სამგორის, გლდანი-ნაძალადევის, ძველი თბილისის, ვაკე-საბურთალოს, დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრები და შეიქმნას სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრი", - ნათქვამია სოფრომაძის ბრძანებაში, რომელიც 4 დეკემბრით თარიღდება.

ბრძანება გუშინ ამოქმედდა.

ამასთან, თბილისის მასშტაბით სოციალური მომსახურების ცენტრების უფროსებსა და მათ მოადგილეებს შრომითი ხელშეკრულებაც შეუწყდათ.

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია