როგორ ხდებიან საქართველოს მოქალაქეები "ისლამური სახელმწიფოს" წევრები, როგორ დებენ ფიცს და როგორ ვრცელდება ეს იდეოლოგია ჩვენთან?

როგორ ხდებიან საქართველოს მოქალაქეები "ისლამური სახელმწიფოს" წევრები, როგორ დებენ ფიცს და როგორ ვრცელდება ეს იდეოლოგია ჩვენთან?

რამდენიმე დღის წინ კონტრტერორისტულმა სამსახურმა "ისლამურ სახელმწიფოსთან" შესაძლო კავშირის ბრალდებით 11 სახლში ჩხრეკა ჩაატარა და რამდენიმე პირი დააკავა კიდეც. ითქვა, რომ ისინი ემხრობიან ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" იდეოლოგიას. რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია და შესაძლებელია თუ არა ასე შორიდან ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება?

"ქრონიკის" შეკითხვებს პასუხობს სტანისლავ ქაქუჩაია - უშიროების გენერალი თადარიგში, დამნაშავეთა ფსიქოლოგიის ცნობილი მკვლევარი.

- როგორ ხდება ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება მათთან პირადი კონტაქტის გარეშე?

- იმისთვის, რომ "ისლამური სახელმწიფოს" წევრი - მოჯაჰედი ან სირიაში შაჰიდი გახდნენ, სულაც არ არის საჭირო სადმე წასვლა, საკმარისია აღიარონ მათი"წესდება", რომელსაც "ფიცს" უწოდებენ და ჩამოყალიბებულია აუცილებლად შესასრულებელი ვალდებულებები, რომლის გაზიარება, ანუ, როგორც თქვენ ამბობთ, "პირადი კონტაქტი" ონლაინ სრულიად შესაძლებელია. აღიარებენ და დადებენ თუ არა ფიცს, იმ წუთიდან "წევრი" ხდებიან.

- და ეს ასე იოლია?

- ძალიან. მაგრამ ფიცის "მიღებამდე" საკმაოდ დიდი გზაა გასავლელი.

- ფიცში რა იგულისხმება და რა "გზაზეა" ლაპარაკი?

- "ფიცი" პრაქტიულად არის "მოწმობა", რომელიც წევრობას ადასტურებს.

- ზეპირი "მოწმობა"..

- დიახ, რომელსაც დაწერილზე მეტი ძალა აქვს.

- ეს როგორ?

- "ფიცი" უბრალოდ სიტყვები არ არის. "გადაბირეული", თუ მისი წარმოთქმის "ღირსი" გახდა, წარმოთქმისთანავე წევრი - შაჰიდი ხდება და მოვალეა, შეასრულოს ნებისმიერი დავალება.

- "თვითმკვლელ" ტერორისტად გახდომის ჩათვლით?

- დიახ, მაგრამ ამ "პროფესიას" საგანგებოდ ასწავლიან. ამიტომ პირდაპირ "თვითმკვლელი ტერორისტი" არ ხდებიან. მანამდე რამდენიმე ე. წ. "ნაბიჯი" არსებობს და მხოლოდ შემდეგ ხდება მათი "გადამზადება".

- და აქვე ხდებიან ასეთი "გაბედულები" თუ გაწევრიანებამდე უკვე არიან?

- ეს მხოლოდ მათ იციან, ვინც ეს ფიცი დადო და მზად არის მისი პირობების შესასრულებლად, რაზეც მათი შემდგომი ქმედებები მიუთითებს. ხოლო "ფიცი", როგორც სიტყვათა კრებული კი არა, მთავარი რიტუალია, რომლითაც ამ ფიცის მიღება ხდება. ვინც მას გაიმეორებს, "განაჩენი გამოტანილი აქვს."

- და მიანც მიდიან ამაზე?

- ეს უკვე ფსიქოლოგიური და ჰიპნოზური სრული დატვირთვის ზეგავლენაა, რომლითაც ყველაფერი დაიწყო და ასე მიმზიდველი გახდა ადამიანთა იმ ნაწილისთვის, ვინც მასში გაერთიანდა და რომლებიც საკუთარი ნებითა და სურვილით, ალაჰის სახელით, თითქმის ყოველდღიურად იხოცებიან საკუთარ მსხვერპლებთან ერთად. მაგრამ საქმე ისაა, რომ სირიაში ომში მონაწილეობისთვის მეომრების მისაზიდად ვრცელდება საგანგებოდ შექმნილი მაღალხარისხიანი ვიდეორგოლები, რომლებშიც ძალიან ბევრი საცდურია ახალგაზრდისთვის, რადგან ნაჩვენებია მეომრების ცხოვრების ამსახველი ისეთი კადრები, რომელიც სამოთხეში ცხოვრების ასოციაციას ქმნის: საცხოვრებლად მაღალვარსკვლავიანი სასტუმროები, ასევე, მაღალი ხარისხის მომსახურებითა და ძვირფასი ტრანსპორტით და რაც მთავარია, მათი ნაცნობი ასევე ახალგაზრდების მეთაურობით, რომლებსაც იქ წამყვანი პოზიციები უჭირავთ. სხვა რა უნდა ახალგაზრდას, რომელსაც მოჭარბებული ენერგია აქვს, ძალ-ღონე ერჩის და ზუსტად იცის, რომ ფიზიკურად შეძლებს ყველაფერს, რაც მეომარს მოეთხოვება. სულიერი მამებისგან ეს საქციელი მხარდაჭერილია, ხოლო გონებრივ განვითარებაზე არც თავად ფიქრობს და არც ვინმე სხვა, ამიტომაც იქ მისვლამდე "ფიცს" დებენ, ხოლო ჩასულები პრაქტიკულად "თვითმკვლელები" არიან შაჰიდის ქამრის გარეშე და ნებისმიერ დავალებას შეასრულებენ "ალაჰის სახელით", რაც უმეტესწილად სხვის მოკვდინებასთან ერთად მათ სიკვდილსაც უდრის. თუმცა ეს უკვე "წმინდა" სიკვდილია, რომელსაც "იმქვეყნად" კიდევ უფრო დიდ "სამოთხეში" ცხოვრება მოსდევს.

- ეს რწმენა თავისთავად უჩნდებათ?

- არა, ამაზე საგანგებოდ "ზრუნავენ" და "გამოჰყავთ" "თვითმკვლელები".

- მაგრამ ინფორმცაია თვითმკვლელი კამიკაძეების შესხაებ ჯერ კიდევ მე-13 საუკუნიდან არსებობს.

- "კამიკაძე" თვითმკვლელ ისლამისტებთან მხოლოდ ასოცირდება, მაგრამ მხოლოდ სიტყვის გარდასულ მნიშვნელობასთან კავშირის გამო. სინამდვილეში, თვითმკვლელ ისლამისტებს შაჰიდები ეწოდებათ, მაგრამ ხანდახან "კამიკაძეებად" მოიხსენიებიან, რაც არ არის სწორი.

- რატომ?

- იმიტომ, რომ მეცამეტე საუკუნეში, როცა იაპონიას ჩინგიზ ხანის შვილიშვილი ყუბილაი ხანი დაპყრობით დაემუქრა, იაპონიის მისასვლელთან მისი ჯარისკაცებიანი ასობით გემი ჯერ კიედვ ომის დაწყებამდე მოულონელად ამოვარდნილმა ტაიფუნმა სრულიად გაანადგურა.

ტაიფუნი "კამიკაძედ" მოინათლა, რაც ქართულად "ღვთაებრივ ქარს" ნიშნავს და სწორედ მისი სახელი - კამიკაძე" დაემატა იაპონურ სიტყვა "ტიკოტაის", რაც "მოხალისე თვითმკვლელს" ნიშნავს და "კამიკაძეტიკოტაი" მეორე მსოფლიო ომში გამოჩნდა. მათი უმეტესობა ჰუმანიტარული საგნების მეცნიერები იყვნენ, რომლებმაც საგანგეოდ ისწავლეს ფრენა, რაც დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა, რადგან თვითმფრინავი მცირე რეაქტიულძრავიანი და ფრენის მოკლე არეალიანი იყო, რომლითაც "თვითმკვლელი" პილოტი, მზანთან შეჭრილი, მასთან ერთად ფეთქდებოდა. 1945 წელს იაპონიას უკვე 5 ათასამდე ასეთი თვითმფრინავი ჰავდა, საბოლოო ჯამში, იმ დროს 2 500-ზე მეტი კამიკაძე დაიხოცა. ძირითადად პირველადი განათლებით ფილოლოგები იყვნენ, ინტელექტუალები და პატრიოტები, ქვეყნის კეთილდღეობისთვის თავგანწირულები.

ხშირად მამა-შვილი მიდიოდნენ და მებრძოლებად ეწერებოდნენ. მათი ზოგიერთი მწვრთნელი დღესაც ცოცხალია და ყვებიან, როგორ ასწავლიდნენ, დაეძლიათ საკუთარ თავში შიში. საბოლოო ჯამში, გაწვრთნილები ცოტას ლაპარაკობდნენ. გმირული სულით შემკულები სიცოცხლეშივე იცვლიდნენ სახელს და არეალიდან ქრებოდნენ, როგორც მოქალაქეები, და ასე უსახელოდ წირავდნენ თავს სამშობლოსთვის. სრულიად შეგნებულად მიდიოდნენ დავალების შესასრულებლად, ჯანმრთელი, საღი აზროვნებით და არა ფანატიზმით შეპყრობილები. გაცნობიერებული ჰქონდათ, რას აკეთებდნენ სამშობლოს დასაცავად. მათ არაფრით ხიბლავდნენ, არც ამქვეყნიურ და არც იმქვეყნიურ სიკეთეებს, სამოთხის სახით, "ქრთამად" არ სთავაზობდნენ და არც არაფერს ჰპირდებოდნენ... იაპონელებმა მაშინაც იცოდნენ მათი ფასი და დღესაც იციან და მათი სახელის უკვდავსაყოფად უზარმაზარი მუზეუმი აქვთ ტოკიოს ცენტრში, სადაც ყოველი იაპონელი თავს მოვალედ თვლის წელწადში ერთხელ მაინც მივიდეს, მიიყვანოს საკუთარი შთამომავლობა და აჩვენოს ეს გმირები.

სიტყვა შაჰიდი კი არაბულია და სიტყვასიტვით "დადასტურებას" ნიშნავს, მაგრამ "სასამართლოს მოწმის" ან ძირითადად იმ პირების აღმნიშვნელად გამოიყენება, ვინც რელიგიისთვის, სარწმუნოებისთვის მოწამებრივად აღესრულნენ. ისლამისტური ტერორიზმი აზანზარებს და შიშის ზარს სცემს სამყაროს, მისი დამკვეთები და შემსრულებლები - ტერორისტები საკუთარი სამშობლოს, ან რაიმე სიწმინდის რეალურ მტერს კი არ ერძვიან, არამდე ძალადობრივი გზით ანგარიშსწორების ასტრაქტული ტაქტიკა აქვთ შემუშავებული "წარმოსახული" არარსებულის წინაღმდეგ, ვისაც "ოპონენტად" მოიხსენიებენ და მას ხედავენ არა ერთსა და ორ პირში, არამედ ადამიანთა ჯგუფებში და ერთბაშად ებრძვიან, უმოწყალოდ ხოცავენ სრულიად უდანაშაულოებს და რაც მეტს, მით უფრო "კარგი" და ეს საქციელი მუსლიმანური სარწმუნოების "სახელმძღვანელო" ყურანით არის ნასაზრდოები და იდეოლოგიით მომზაზდებული ფსიქოლოგიის ზემოქმედება არის ისლამისტური ტერორიზმის ერ-თერთი მიმართულება.

თვითმკვლელი ტერორისტების მომზადებით, პრაქტიკულად, მზადდება უსაშინლესი იარაღი, უფრო სწორად მკვლელი, რომელიც არის "ტყვია" მკვლელის ხელში. ვინ არის მკვლელი, დღემდე უცნობია, რადგან ხან ვისი სახელით ინიღბება და ხან - ვისი. ხან ერთი ისლამური მოძრაობაა, ხან - მეორე და სინამდვილეში ამ "შეიარაღების" მფლობელის ვინაობა საიდუმლოებით არის მოცული, სამაგიეროდ ნათელია, რომ თვითმკვლელი ტერორისტებისკანდიდატების გადაბირება მთელი მსოფლიოს მაშსტაბით წარმატებით გრძელდება.

- თავგანწირვის სანაცვლოდ "ქრთამი" ახსენეთ...

- დიახ, სოციალური ქსელებით ხშირად ვრცელდება დაპირებების შემცველი მაღალხარისხიანი ვიედორგოლები, რომელიც დიდ ზეგავლენას ახდენს მაყურებელზე. მაგალითად:

ამ ბოლო დროს გავრცელებულ სარეკლამო რგოლებს შორის გამოჩნდა ვიდეორგოლი, რომელშიც გავლენიანმა მუსლიმანმა სულიერმა ლიდერებმა "ალაჰის სახელით" მუსლიმან ტუნისელ გოგონებს სირიაში აჯანყებული მეომრების სირთულეების შესამსუბუქებლად და მხარდასაჭერად მოუწოდეს არა საომრად, არამედ "ქალის სითბოს" მონატრებულ მეომრებთან სქესობრივი ურთიერთობისთვის და ამისთვის იმქვეყნად "სამუდამო სამოთხეს" დაჰპირდნენ, ცხადია, ამქვეყნად ფულად ანაზღაურებასთან ერთად აქაც "ყურანით" ისარგებლეს, რომლის 24-ე სურის თანახმად, მისაღებია "მუტა" - დროებითი ქორწინება რამდენიმე საათიდან 99 წლამდე, რაც ბუნებრივია, "კორექტირების" ნაყოფია და ამ კონკრეტული შემთხვევისთვის არის გათვლილი, მით უმეტეს, მამაკაცი ვალდებულია, ამ "ქორწინებისთვის" ქალი დააჯილდოოს. მეომრებს კი, სანამ ცოცხლები არიან, ფული ბლომად აქვთ.

ცნობილია, რომ ტუნისელი ქალების გამგზავრება სირიაში სრულად იყო მხარდაჭერილი და საზღვრის გადალახვა არ გასჭირვებიათ. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ზოგიერთი ადგილობრივი "პატრიოტი" მამაკაცი განქორწინდა, რათა ცოლი მოჯაჰედებისთვის "მხარდასაჭერად" გაეშვა! მათი უმეტესობა უკვე დაორსულებული დაბრუნდა უკან.

არავინ იცის, რამდენი იყო წასული, მაგრამ ცნობილია, რომ თითო ქალს, სულ ცოტა, 30 კაცთან მაინც ჰქონდა ერთდროულად სქესობრივი კავშირი.

საინტერესო ის არის, რომ "საღვთო ომში" მონაწილეობის მიღების მიზნით საქართველოში პირველები პანკისის ხეობის მკვიდრი ქისტებ წავიდნენ, შემდეგ აჭარის მუსლიმანი მოსახლეობიდანაც გამოჩნდნენ მოხალისეები და რამდენიმე მათგანი დააკავეს და "ახალგამომცხვარმა მოჯაჰედმა" ქართველმა მუსლიმანებმა, პანკისიდან წასულებისგან განსხვავებით, ვერ გასცეს პასუხი შეკითხვას, რატომ გახდნენ მოჰაჯედები. პანკისში სირიის "საღვთო ომის" მხარდაჭერაში ეჭვმიტანილების სახლების ჩხრეკამ და ომალოში "წითურ გენერლად" მონათლული ომარ ალ-შიშანის ახლო ნათესავების დაკავებამ ადგილობრივების აღშფოთება გამოიწვია, რადგან "თემის უხუცესებს" შორის არ არის ერთიანი აზრი, ვისთან ერთად უნდა იყონ და იბრძოლონ პანკისიდან წასულმა მეომრებმა სირიაში, სადაც "ისლამური სახელმწიფოს" გარდა "კავკასიის საამიროც" არის, მაგრამ მათი უმეტესობა "ისლამური სახელმწიფოს" მხარეს ყოფნას ანიჭებს უპირატესობას. შეიძლება იმიტომ, რომ თავის დროზე იქ იყო თარხან ბათირაშვილი, რომელიც ერაყში უნდა იყოს, თუ საერთოდ ცოცხალია. ხოლო "კავკასიის საამიროს" მომხრე პანკისელები, ასევე, მაით თანამემამულე ფეისულა მარგოშვილისთვის მხარდაჭერას მოითხოვენ, ანუ, ზოგადად, სირიაში წასვლის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ "ისლამური სახელმწიფოც" და "საამიროც" ტერორისტული ორგანიზაციაა და მხოლოდ სახელწოდებით განსხვავდება ერთმანეთისგან. ამასთანავე, ცნობილია "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლთა რაოდენობა, "საამიროსი" - არა.

- პანკისში და საერთოდ საქართველოში ახლად შექმნილი "ისლამური სახელმწიფოს" იდეოლოგია როგორ ვრცელდება?

- გროზნოს "ქისტური სათვისტომოდან", რომელიც კარგად დაფინანსებულია.

- რას ითვალისწინებს "ჯიჰადი"?

- ჯიჰადი მუსლიმანის რელიგიური ის მოვალეობაა, რომელიც ისლამის სახელით ურწმუნოთა წინააღმდეგ ბრძოლას გულისხმობდა. ყურანში არის მითითებები: არ ეომონ სხვა რელიგიების წარმომადგენლებს, "გადაიბირო ნ ", ანუ ბრძნული, კეთილი დარიგებებით გადაიყვანონ "ჭეშმარიტ რელიგიაზე". ომით დაიცვან თავი ისლამის მტრებისგან. თავს დაესხან და დახოცონ ურწმუნოები წელიწადის ნებისმიერ დროს და ადგილას, წმინდა თვეების, რამადანის - მარხვის დღეების გარდა. ჯიჰადი ალაჰის რწმენის გამავრცელებლის ძალისხმევაა. ალაჰის რწმენის გასავრცელებელად და მთელ სამყაროზე მისი სიტყვის "ჭეშმარიტ სიტყვად" გადაქცევის მიღწევა, როგორც მშვიდობიანი, ასევე ძალის გამოყენებით. საქმე ისაა, რომ ისლამური სამართალი არ უშვებს ომს მუსლიმანთა შორის, მაგრამ უშვებს ერთიანი მუსლიმანური სახელმწიფოს - "ISIS"-ის სახით, რომელიც ახალი შექმნილია, მანამდე მას სხვა სახელი ჰქონდა, როცა სხვათა მიერ იყო მართული.

- მიზანი?

- ერთიანი მუსლიმანური სამყაროს შექმნა.

- და ეს მიღწევადია?

- დამოკიდებულია იმაზე, რა ზომებს მიმართავს დანარჩენი სამყარო, ძალას დაუპირისპირებს თუ გონებას...

ქეთევან ჩემია

გაზეთი "ქრონიკა"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია