მარჯვენასაჭიანი მანქანები უკვე გაძვირდა

მარჯვენასაჭიანი მანქანები უკვე გაძვირდა

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვამ ფასზეც იმოქმედა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, იმპორტიორების ინფორმაციით, ამ კატეგორიის მანქანები მოულოდნელად 10-15%-ით გაძვირდა, რადან მოთხოვნამ ერთბაშად მოიმატა. მომხმარებელი ფიქრობს, მარტამდე მოასწროს ყიდვა. უკვე შეკვეთილი პარტიის ჩამოსვლას იმპორტიორები თებერვალში ელოდებიან. ისინი ამბობნ, რომ მარჯვენასაჭიან მანქანებს ერთ-ორ თვეში მეტი მოგებით გაყიდიან. იმპორტიორთა ვარაუდით, მარტის შემდეგ მარცხენასაჭიანი მანქანებიც გაძვირდება, რადგან მხოლო მათზე იქნება მოთხოვნა, თუმცა ტენდენცია დიდხანს არ შენარჩუნდება და ფასიც ნელ-ნელა დარეგულირდება.

მთლიანობაში, დილერების ნაწილი მარჯვენასაჭიანებთან დაკავშირებულ აკრძალვას დადებითად აფასებს. ის სეგმენტი კი, რომელიც მხოლოდ ასეთი მანქანების შემოყვანით იყო დაკავებული, აშკარად უკმაყოფილოა. ავტოიმპორტიორები ამბობენ, რომ შესაძლოა, ამით საქართველოში იაფი მანქანების ხანაც დასრულდეს. ასე ფიქრობს ლევან ვეშაპური, რომლის თქმითაც, აკრძალვის პარალელურად, შედარებით ნაკლებ ფასში, მხოლოდ ძველი გამოშვების მანქანის რეალიზაცია მოუწევთ. მისი ვარუდით, 2000 წელს ზემოთ გამოშვებულიან ახალი ანქანების ფასი მინიმუმ 20%-ით მოიმატებს.

"შეკვეთილ პარტიას რამდენიმე დღეში ველოდები. იმპორტი ბოლოს 2 თვის წინ განვახორციელეთ. ბევრი მანქანა არ ჩამომიყვანია, მაგრამ გაყიდვა გამიჭირდა. ახლა მეტი შეკვეთა მაქვს, რადგან კლიენტების უმეტესობა ცდილობს, მოასწროს ყიდვა. მე კი საშუალება მეძლევა, მეტი მოგება დამრჩეს. წინა პარტიისგან განსხვავებით, სადღაც 10-15%-ით ძვირად გავყიდი. ამის შემდეგ ახალი სტანდარტის შესაბამისად უნდა ვიმოქმედო, თუმცა ეს ჩემთვის ადვილი არ იქნება. არ გამოვრიცხავ, საერთოდაც შევეშვა ამ ბიზნესს, მაგრამ მანამდე ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენო. ვფიქრობ, მარტიდან მარცხენასაჭიანებსაც გააძვირებენ და ტენდენცია გაზაფხულის ბოლომდე შენარჩუნდება", - ამბობს ავტოდილერი.

რუსთავის ბაზრობაზე მომუშავე ლადო გერსამია ამბობს, რომ იმპორტიორებისთვის ახალ სტანდარტზე გადასვლა რთული პროცესი იქნება. რაც შეეხება ფასს, უახლოეს რამდენიმე თვეში ბაზარზე რყევაა მოსალოდნელი, რადგან ცვლილება აბსოლუტურად ყველა კატეგორიის ავტომობილს შეეხება.

"მარჯვენასაჭიანი მანქანების გაყიდვას ხელს უწყობდა ფასი, სიიაფის გამო კლიენტების უმეტესობა ასეთ მანქანას უკვეთავდა. გარდა ამისა, იგი უფრო ეკონომიურიცაა და უპირატესობა ამ მხრივაც აქვს. ვისაც მარჯვენასაჭიანი ავტომობილის ყიდვა უნდოდა, ამ პროცესს დააჩქარებს კიდეც, რომ ვადაში ჩაეტიოს. ალბათ ცოტას იზარალებს ფასში. ახლა გაცილებით მეტის გადახდა მოუწევს. სხვაობა უკვე 10-15%-ის ფარგლებშია.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია