შეიტანე შენი წვლილი სტუდენტების სწავლის დაფინანსებაში - "კვირის პალიტრის" სტუდენტური პროექტი

შეიტანე შენი წვლილი სტუდენტების სწავლის დაფინანსებაში - "კვირის პალიტრის" სტუდენტური პროექტი

"კვირის პალიტრას" ყველა კარგად იცნობს და უამრავი ერთგული მკითხველი ჰყავს. ამიტომ დიდი პატივისცემით არიან განწყობილნი. ამაზე ხალხის აზრი და ჩემ მიერ გაყიდული გაზეთების რაოდენობა მეტყველებს"

თუ ქუჩაში გაზეთებით მოსიარულე ახალგაზრდებს შეხვდებით და გთხოვენ, გაზეთ "კვირის პალიტრის" ერთი ეგზემპლარი შეიძინოთ, ჩათვალეთ, რომ ერთი კონკრეტული სტუდენტის განათლების დაფინანსებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ. თქვენ ამ გზით გეძლევათ შესაძლებლობა, გახდეთ ქველმოქმედი. ამ სტუდე­ნტებს ქუჩაში იოლად გამოარჩევთ - გაზეთ "კვირის პალიტრის" ლოგოიან ლურჯ ჟილეტსა და კეპში გამოწყობილ ახალგაზრდებს მალე დედაქალაქის ყველა უბანში შეხვდებით. ეს "კვირის პალიტრის" ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად სტუდენტების დასაქმებას ისახავს. რედაქციის მთავარი მიზანი განათლებისა და შრომის პოპულარიზაციაა.

გაზეთი "კვირის პალიტრა" ამ პროექტით შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, გამოიმუშაონ სწავლისთვის საჭირო სახსრები, ჰქონდეთ შრომითი გამოცდილება და განუვითარდეთ დამოუკიდებელი ცხოვრების უნარ-ჩვევები. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ საზოგადოების ის ნაწილი, რომლებიც უმაღლეს განათლებას იღებენ და თვლიან, რომ სტუდენტური სამუშაო მათთვის აუცილებელია. ამის გათვალისწინებით, მათი სამუშაო საათები მოქნილი და სწავლის გრაფიკზე ინდივიდუალურად მორგებულია. ეს არ არის სამსახური, რომელიც დილიდან საღამომდე მუშაობას მოითხოვს. ამ პროექტში ჩართულ ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, იმუშაონ დღის განმავლობაში თავისუფალ დროს. საქართველოს უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი ერთ-ერთი პირველია, ვინც რამდენიმე დღეა ჩაერთო "კვირის პალიტრის" სტუდენტურ პროექტში.

მეგი სუხიშვილი, 18 წლის, სტუდენტი: - სტუდენტური პროექტის შესახებ უნივერსიტეტში გავრცელდა ინფორმაცია. დავინტერესდი სამუშაო გრაფიკითა და მუშაობის სპეციფიკით. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ჩემთვის პირველი სამსახური არ არის და სხვადასხვა სარეკლამო კომპანიაში მიმუშავია, ვფიქრობდი, რომ ადამიანებთან კომუნიკაცია და ურთიერთობა არ გამიჭირდებოდა. უნდა ვაღიარო, რომ ეს სამუშაო ყველასგან განსხვავებული, საინტერესო და პერსპექტიულია. ჯერ სულ რამდენიმე დღეა, რაც მუშაობა დავიწყე, ქუჩაში ბევრ საინტერესო ადამიანს ვხვდები­ და მათ გულისხმიერ დამოკიდებულებას ვგრძნობ.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია