როგორ დავიცვათ თავი "ფეისბუქზე" ჰაკერებისგან

როგორ დავიცვათ თავი "ფეისბუქზე" ჰაკერებისგან

"ფეისბუქი" მილიონობით ადამიანისთვის ნომერ პირველი ვებსაიტია. ყოველდღიურად შევდივართ სოციალურ ქსელში სხვადასხვა ხელსაწყოებით - დაწყებული ლეპტოპებით, დამთავრებული ანდროიდებით. ამიტომ აუცილებელია დავიზღვიოთ თავი, რომ ექაუნთი დაცული იყოს. წარმოგიდგენთ რჩევებს, რომლებიც "ფეისბუქის" დაჰაკვას თავიდან აგარიდებთ.

1. შექმენით ძლიერი პაროლი

პირველ რიგში, ეს პაროლი სხვა არცერთ საიტზე არ უნდა გქონდეთ. საუკეთესო ვარიანტია პაროლი შედგებოდეს პატარა და დიდი ასოებისგან, რიცხვებისა და სიმბოლოებისგან.

2. მიაბით პაროლი მობილური ტელეფონის ნომერს

თქვენ შეგიძლიათ "ფეისბუქზე" გაააქტიუროთ სმს ფუნქცია, რომლის შემდეგაც საკუთარ ექაუნთზე შესასვლელად პაროლის შეყვანის შემდეგ "ფეისბუქის" ადმინისტრაცია გამოგიგზავნით უნიკალურ კოდს მობილურზე, რომლის გარეშეც ვერ შეძლებთ ექაუნთში შესვლას.

3. გაააქტიურეთ უსაფრთხო ბრაუზინგი

ამისთვის თქვენი ბრაუზერი უნდა გადაიყვანოთ დაცული ბრაუზინგის ფუნქციაზე, ან ყოველ ჯერზე შეხვიდეთ ინკოგნიტო ფანჯრით.

4. არასოდეს მონიშნოთ Keep me logged in

მეილის და პაროლის სექციებს ქვევით მთავარ გვერდზე არის პატარა ოთხკუთხედი მოსანიშნი, რომელიც გთავაზობთ, რომ ბრაუზერმა დაიმახსოვროს თქვენი რეგისტრაციის პარამეტრები. დარწმუნდით, რომ ყოველი შესვლის წინ ეს ოთხკუთხედი ფანჯარა მოუნიშნავია.

5. ერიდეთ სპამურ ლინკებს.

არ დააკლიკოთ პორნოგრაფიული ხასიათის ლინკებს, უცნაური წარმომავლობის ლინკებს, ლინკებს, რომლებიც გეუბნებათ, რომ ფული მოიგეთ ან გთხოვთ, რომ სადმე ფული გადარიცხოთ.

მომზადებულია hongkiat.com-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია